საბუნებისმეტყველო დინოზავრები (ნაწილი მეექვსე) 2018, 12 მარტი, 13:46 1) ალბერტოზავრი - იგივე ალბერტას ხვლიკი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე კანადაში. იზრდებოდნენ დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და 4 მეტრზე მეტი სიმაღლის. იყვნენ კარნივორები ანუ ხორცისმჭამელი მონადირეები. არსებობდნენ ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. 2) ალბინეკუსი - ბინადრობდა აზიაში, კერძოდ განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში, ჯავხლანტის ფორმაციაზე. სავარაუდოდ იყო ინსექტივორი ანუ მწერიჭამია. იყო დაახლოებით კატის ზომის და არსებობდა ცარცული პერიოდის სანტონიურ ხანაში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ. 3) ალკოვაზავრი - იგივე ალკოვას ხვლიკი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ვაიომინგის შტატში, მორისონის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი, იზრდებოდა 5, 7 მეტრის სიგრძის და 2 მეტრზე დიდი სიმაღლის და არსებობდა გვიან იურულ პერიოდში, 163, 5 - 145 მილიონი წლის წინ. 4) ალექტროზავრი - ბინადრობდა აზიაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში, ირენ დაბასუს ფორმაციაზე, იყო კარნივორი ანუ ხორცისმჭამელი მონადირე. იზრდებოდა დაახლოებით 5 მეტრსი სიგრძის და 2 მეტრამდე სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. 5) ალეტოპელტა - იგივე გასაოცარი ფარი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია აშშ-ს კალიფორნიის შტატში, ფოინთ ლომას ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის და 1, 5 მეტრის სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 69 2-ს მოსწონს
|