სხვა კლავიატურის 13 კომბინაცია,რომელიც ბევრმა არ იცის 2018, 12 მარტი, 15:49 ეს კომბინაციები ნამდვილად გამოგადგებათ კომპიუტერთან მუშაობისას. რათქმაუნდა, მაუსითაც შეგიძლიათ იმუშაოთ, მაგრამ ამ უნარ -ჩვევების გამომუშავება ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. 1. F2 ეს კლავიში საშუალებას მოგცემთ ძალიან სწრაფად გადაარქვათ სახელი სასურველ ფაილს თუ ფოლდერს. უბრალოდ, დააწკაპუნეთ ფაილზე და შემდეგ დააწექით F2 კლავიშს. მორჩა, უკვე შეგიძლიათ სასურველი დასახელება ჩაწეროთ. 2.ALT + F4 ეს კომბინაცია სწრაფად დახურავს ფანჯარას თუ პროგრამას 3. ALT + Backspace შემთხვევით ტექსტის ნაწილი წაგეშალათ? ამ კომბინაციით დაკარგულ ნაწილს აღადგენთ. 4.CTRL + SHIFT + N თუ ამ კომბინაციას დესკტოპზე გამოიყენებთ, ახალი საქაღალდე შეიქმნება.Google Chrome-ში კი ამ კომბინაციით ინკოგნიტო ფანჯარას გამოიძახებთ. 5.CTRL + T ამ კომბინაციით ნებისმიერ ბრაუზერში ახალ ფანჯარას გახსნით. 6.CTRL + SHIFT + T შემთხვევით დაგეხურათ საჭირო ფანჯარა? ეს კომბინაცია ბოლოს დახურულ ფანჯარას აღადგენს. 7.ALT + TAB თუ რამდენიმე ფანჯარა ერთად გაქვთ გახსნილი, საშუალებას გაძლევთ გადართოთ ერთი ფანჯრიდან მეორეზე. 8.CTRL + Esc ხსნის მენიუ “start"-ს. 9.Windows + L ბევრი ფიქრობს, რომ Win კლავიში უსარგებლოა, ეს სულაც არაა ასე. ეს კომბინაცია დაგეხმარებათ სწრაფად გამოხვიდეთ სისტემიდან. 10.Windows + M ამ კომბინაციის გამოყენებით ყველა გახსნილი ფანჯრის ჩაკეცვას თავლისდახამხამებაში შეძლებთ. 11.Windows + TAB საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ყველა გახსნილი ფანჯარა. 12.Shift + Delete ამ კომბინაციასთან ფრთხილად უნდა იყოთ. მისი საშუალებით მონიშნული ფაილების წაშლა შეგიძლიათ Recycle Bin-ის (სანაგვე ყუთის) გვერდის ავლით, ანუ თუ ამ კომბინაციით რამე წაშალეთ, სანაგვე ყუთიდან მას ვეღარ აღადგენთ. 13.CTRL + ALT + DEL სასარგებლო კომბინაცია რომდესაც ყველა მუშა პროგრამას გადაეფარება ლურჯი ფანჯარა მენიუთი, საიდანაც შეგვიძლია დავალებათა მმართველი გამოვიძახოთ, პაროლი შევცვალოთ და ა.შ. 14.Ctrl+Shift+Esc და ბოლოს, დავალებათა მმართველის - Task Manager-ის სწრაფად გამოძახება ხდება Ctrl+Shift+Esc კომბინაციით. 239 1-ს მოსწონს
|