x
image
რუსო ჩარექიშვილი
ბიოგრაფიული ცნობები ჰომეროსის შესახებ

ჰომეროსი მცირე აზიაში, ქალაქ სმირნას მახლობლად დაიბადა. დედამისს კრეთესი რქმევია, რომელსაც ვაჟი უკანონდ გაუჩენია და მისთვის მელესიგენესი დაურქმევია, რაც ძველბერძნულად "მდინარე მელესთან შობილს", ან "თავის მოდგმაზე მზრუნველს" ნიშნავდა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს პოეტი დაბრმავებულა, რის გამოც მისთვის "ჰო მე ჰორონ" დაურქმევიათ, ანუ "ის ვინც ვერ ხედავს".imageჰომეროსი კუნძულ ქიოსზე გამგზავრებულა, ცოლი შეურთავს და ორი ასულიც შესძენია. სწორედ ამ კუნძულს უკავშირხება მისი შემოქმედებითი აღმავლობა. არც ის არის შემთხვევითი, რომ ე.წ ჰომერიდების სკოლა სწორედ კუნძულ ქიოსზე მდებარეობდა. ჰომეროსს მთელ საბერძნეთში გაუთქვამს სახელი, მას სხვადასხვა ქალაქები იწვევდნენ, რის გამოც ხშირი შემოქმედებითი მოგზაურობა უწევდა. წლების მანძილზე იგი ათენს, კორინთოს და დელოსს სწვევია, საიდანაც კუნძულ იოსზე გადასულა, სადაც გარდაცვლილა და იქვე დაუკრძალავთ.

0
395
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0