სხვა ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა, გენიალური დიზაინერული გადაწყვეტილებები 2018, 10 მარტი, 8:18 ხანდახან, მარტივ და მცირე გადაწყვეტილებას შეუძლია საყოფაცხოვრებო საკითხები გასაოცრად გააუმჯობესოს და ნაცნობი ფუნქციები გაამრავალფეროვნოს, რაც ცხოვრებას და ყოველდღიურ ყოფას გაცილებით ამარტივებს.
![]() დღევანდელ სტატიაში, სწორედ ის დიზაინერული, მარტივი გადაწყვეტილებები მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც გენიალურობის საზღვრებს ბევრად გასცდა. 1. ![]() ამ ლიფტს გამოძახების ღილაკი აქვს დერეფნის დასაწყისში. ალბათ, იტყვით, რომ სრულიად უაზრო გადაწყვეტაა, თუმცა, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ გენიალურია. იძახებთ ლიფტს და სანამ მიუახლოვდებით, ის მოდის და კარიც იღება, შესაბამისად, მომაბეზრებელი ლოდინიც აღარ გიწევთ. 2. ![]() მინი დისტანციური სამართავი (პულტი) რესტორანში, რომლის მეშვეობით იძახებთ მიმტანს და ლოდინი აღარ გიწევთ. 3. ![]() კონტეინერი, რომელსაც აქვს გამოყოფილი ადგილი საწებელის ან რაიმე სოუსისთვის. 4. ![]() მთვლელი (კალკულატორი) სავაჭრო ცენტრის კალათზე. ვაჭრობთ და პარალელურად თვლით ნავაჭრს, შესაბამისად, სალაროსთან აღარ გაოცდებით ჯამით. 5. ![]() ველო-ეტლი. კომფორტულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დედ-მამისთვის. 6. ![]() ქუჩაში, წყლის დასალევი მოწყობილობა. სვამენ როგორც ადმიანები, ასევე ცხოველები (ძაღლი, კატა). 7. ![]() ჩაის ფინჯანი პატარა ხვრელით, რომელიც სპეციალურად ჩაის ერთჯერადი პაკეტისთვისაა განკუთვნილი. 8. ![]() ონკანის დამაგრძელებელი ბავშვებისთვის. 9. ![]() საღეჭი რეზინები სპეციალურ ქაღალდებთან ერთად, რომლებშიც, გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ შეახვიოთ. 10. ![]() სპეციალური დამაგრძელებელი პირდაპირ დენის კვებიდან. 11. ![]() ქალის ფეხსაცმელის ქუსლებისთვის საცობი, რომელიც მოსახერხებელია მინდორში სასიარულოდ. (ალბათ იტყვით, რათ გვინდა მინდორში ქუსლიანი ფეხსაცმელი, თუმცა, ასეც ხდება ზოგჯერ) 12. ![]() ყველაზე გენიალური სასრიალო. 13. ![]() ღვინის ნაყინი, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს 5%-ით, თუმცა მოაქვს სიხარული და განწყობა 100%-ით. იხილეთ აგრეთვე: ● ხრიკები, რომელთა ცოდნა გაგიადვილებთ ყოფას ![]() ● მსგავსი სიახლეები იხილეთ აქ! ![]() 177 10-ს მოსწონს
|