ფსიქოლოგია სხეულის ენა - რისი თქმა შეგიძლიათ საკუთარი სხეულით? 2018, 12 მარტი, 19:31 ენების შესწავლა ყოველ ჩვენგანს უწევდა სკოლაში თუ უნივერსიტეტში, საკუთარი ინიციატივითა თუ სხვების მოთხოვნით. ჩვენ შევისწავლით მშობლიურ ენას, უცხოურს, ზოგი პროგრამირების ენას, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საერთაშორისო, საჯარო და ყველასთვის გასაგები ენა, რომლის შესახებაც ადრე ბევრი არაფერი სმენოდათ. ეს არის ჟესტების, მიმიკებისა და სხეულის მოძრაობის ენა, ის გამოჩნდა მე-20 საუკუნის ბოლოს, არავერბალური კომუნიკაციის სახით. არავერბალური კომუნიკაცია ნიშნავს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე. ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს ყველა, ისიც კი, ვინც არ იცის ამ ენის არსებობის შესახებ. ასეთი ხერხი ადამიანს ურთიერთობაში და ქვეტექსტის აღქმაში ეხმარება. ადამიანის არავერბალური მოქმედებების სერიოზული შესწავლა დაიწყო 60-იანი წლების დასაწყისში. არავერბალური კომუნიკაციის ფუძემდებლები იყვნენ ჩარლი ჩაპლინი და მუნჯი კინოს სხვა მსახიობები. სხეულის ენა მათთვის ეკრანიდან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალება იყო. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია 60-80%-ით ვითარდება არავერბალური გამოხატვით და მხოლოდ 20-40% ინფორმაციისა გადაიცემა ვერბალური გამოხატვის მეშვეობით. როდესაც ვსაუბრობთ სხეულის ენაზე, აუცილებელია განვმარტოთ „პიროვნული სივრცე“. ისევე, როგორც ცხოველებს ადამიანსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, რომელსაც ის საკუთარ სივრცედ აღიქვამს - თითქოს მისი სხეულის ერთგვარი გაგრძელება იყოს. ეს უხილავი წრე ჩვენივე ბავშვობაში ყალიბდება. პიროვნული სივრცე პირობითად იყოფა 4 ზონურ სივრცედ :
მაგალითად : ხელების კოშკისებური განლაგება. გამოკვლევები ამ საუცხოო ჟესტისა გვიჩვენებს რომ ის ხშირად გამოიყენება სუბორდინაციის პირობებში და შეიძლება იყოს იზოლირებული ჟესტი, რომელიც ნიშნავს განმსაზღვრელ დარწმუნებულ ან „ყოვლისმცოდნე“ პოზიციას. მმართველი აპარატის ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ჟესტს, როცა გადასცემენ რჩევებს ან განკარგულებებს. ამ ჟესტს აქვს ორი ვარიანტი : ხელების კოშკისებური განლაგება მიმართული მაღლა და ქვემოთ. პირველი პოზა გამოიყენება მაშინ როდესაც მოსაუბრე გამოთქვამს თავის აზრს ანდა გვამცნობს თავის იდეებს. მეორე პოზა გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი კი არ ლაპარაკობს არამედ ისმენს. ალბერტ შეფლონი წერს, რომ როცა ადამიანი შედის საპირისპირო სქესის გარემოცვაში, მასში ხდება გარკვეული ფსიქოლოგიური ცვლილებები. მან შეამჩნია, რომ ადამიანის კუნთების ტონუსი იზრდება, ის თითქოს ემზადება შესაძლებელი სექსუალური კონტაქტისთვის. ადამიანი მხრებში იმართება, მკერდი წინ, ხოლო მუცელი ავტომატურად შიგნით იწევა, მთელი ტანი იჭიმება და ეს ადამიანი უფრო ახალგაზრდა ჩნდება. იდეალური ადგილი ასეთი დაკვირვებისთვის არის პლაჟი, როცა ქალი და კაცი უახლოვდებიან ერთმანეთს, რაღაც გარკვეული მანძილიდან. ცვლილება ხდება იმ წამსვე, როდესაც ისინი არიან იმდენად ახლოს, რომ ხვდებიან თვალებით და გრძელდება, მანამ სანამ ისინი ხედავენ ერთმანეთს. ამის შემდეგ კი ბრუნდება მათი პირვანდელი სახე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი მარიამ გურგენიძე 220 1-ს მოსწონს
|