ფეხბურთი ევრო 2012 დასასრულს უახლოვდება 2012, 26 ივნისი, 17:43 როგორც იცით სულ რაგაც სამი მატჩი დარჩა და დასრულდება ევროპის რიგით მე_14 ჩემპიონატი, ორი ნახევარფინალი და ფინალი. მოგეხსენებათ ოთხივე გუნდი, რომლებიც შეერკინებიან ერთმანეთს 27 და 28 ივნისს, გრანდებს წარმოადგენენ. ამათში გამარჯვებული ნაკრებები უკვე 1 ივლისს საფინალო მატჩს გამართავენ. ძალიან რთულია გადაჭრით ვისაუბროთ ფავორიტებზე, რადგანაც ეს ნახევარფინალებია და აქ ყველა გუნდი ღირსეულად მოვიდა, და ოთხივე ნაკრები მზადაა ტრიუმფით დაასრულოს მიმდინარე ჩემპიონატი, მაგრამ მე მაინც გერმანია, ესპანეთს გამოვყოფდი. მაინტერესებს ხალხის აზრი თუ რომელი ორი გუნდი გავა ფინალში და საბოლოოდ რომელი ნაკრები დაეუფლება ევრო 2012-ის ტიტულს. ეს კი განვლილი მატჩების ფოტო კოლაჟი. 76 6-ს მოსწონს
|