სხვა სახლის დიზაინის ვარიანტები, რომლებიც მოძველებულია და დროა, შეცვალოთ 2018, 8 მარტი, 11:56 ყველაზე რთული დიზაინის ავეჯი, რომელთა შორის მრავალფუნქციური კარადა და კედელია (სტენკა), დიდი ხანია მოდიდან გავიდა (გადავიდა), თუმცა ბევრის ოჯახში, მათ, ჯერ კიდევ ვხვდებით. იმისათვის, რომ სახლი იყოს სადა, ადვილი მოსავლელი და მოდური, ჩაანაცვლეთ ძველი ავეჯი ამ ახალი, მარტივი ჩამონათვალით, რომელიც წარმოუდგენლად აქცევს იმ ძველ გარემოს.
1. შეკიდული ჭერი. შეკიდული ჭერის დიზაინის ტენდენცია 2000 წელს დაიწყო. დღეს კი, მულტიგანათების ჭერი, მოძველებულია. კომპლექსური დიზაინის ჭერი, მარტივმა დიზაინმა ჩაანაცვლა. ტორტივით მორთული და მრავალნათებიანი ჭერი წარსულს ჩაბარდა. 2. ნიშები და თაღები. მხატვრული თაღები, რომლებიც ძალზედ აქტუალური იყო სახლის დიზაინში როგორც შესასვლელში, ასევე მისაღებ ოთახში, ასევე წარსულს ჩაბარდა. ინტერიერის დიზაინერებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სრული სივრცე და გამოეყენებინათ მხოლოდ ზონირება- "ბადისმაგვარი სტრუქტურა". მაგალითად: ვერტიკალური ხის სხივების ან წვრილი ლითონის პანელებით დამზადებული მხატვრული ჭრილი. 3. ავეჯი კედელი. დიზაინერები თვლიან, რომ მთლიანი კედელის (სტენკა) ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ავეჯის გადაწყვეტა ლაკონური კარკასით. 4. კედლის დეკორაციული კუთხე. (შპალერი დეკორი) დიზაინერების თქმით, მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურებოდა ოთახი, სადაც აქცენტი ერთი კედლის დიზაინზე კეთდებოდა. ისინი გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ "შპალერი" დეკორაციული შტრიხებით ვერ დაამშვენებს ჩვენს ოთახს, ამიტომ ხაზი გაესვა მეტ სისადავეს. 5. ავეჯის ნაკრები (სამეული და ა.შ) ნებისმიერი ავეჯის კომპლექტი- იქნება ეს საძინებელი საწოლით, კარადითა და ტუმბოთი; დივანი სავარძლებით თუ... ა.შ, ახლა, ტენდენციად აღარ არის. გვირჩევენ შევარჩიოთ ავეჯი სხვადასხვა ანსამბლით. 6. საშხაპე "კაბინა" (დუშკაბინა) საშხაპე "კაბინა" მოდიდან გავიდა, რომელიც ლაკონური, მინის სტრუქტურის კონსტრუქციამ ჩაანაცვლა. 7. სამზარეულოს კუთხე. სამზარეულოს, მძიმე, ტყავის კუთხე ჩაანაცვლა კომფორტულმა მაგიდამ სკამებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ადვილად ისადილოთ. იხილეთ აგრეთვე: ● ინტერიერის 10 ჭკვიანური გადაწყვეტა, რომელსაც ყოველდღე დასუფთავება აღარ დაჭირდება ● 15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვის ● როგორ დავზოგოთ სამზარეულოს სივრცე? ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი გზები 705 17-ს მოსწონს
|