სხვა ხრიკები, რომელთა ცოდნა გაგიადვილებთ ყოფას 2018, 8 მარტი, 11:55 თუ ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ნივთები არასტანდარტულად, ამით გადავჭრით მრავალ პრობლემას და ყოველდღიური ყოფა გახდება ძალზედ მარტივი.
![]() გთავაზობთ 13 ხრიკს, რომლებიც აუცილებლად გაამარტივებენ თქვენს ყოფას. 1. გამოიყენეთ მსგავსი კალენდარი, რომელიც შეგახსენებთ ახლობლების დაბადების დღეს და შესაბამისად, მილოცვა არ დაგავიწყდებათ. ![]() 2. ბოთლის თავის (ყელის) საშუალებით შეგეძლებათ მარცვლეულის ან ბურღულეულის ჰერმეტული შესანახი გააკეთოთ. ![]() 3. ტანსაცმლის საკიდისგან, რეცეპტების წიგნის არაჩვეულებრივ დამჭერს გააკეთებთ, რომელიც ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნება სამზარეულოში ფუსფუსის დროს. ![]() 4. თუ მაკრატელი დაბლაგვდა, სალესავი კი არ გაქვთ, პრობლემას მარტივად გადაჭრით კილიტას (ფოლგა) დახმარებით. უბრალოდ გაჭერით კილიტას რამდენიმე ფენა მაკრატლით და ის ახალივით მჭრელი გახდება. ![]() 5. მუშაობის დროს, ჭუჭყიანი ლურსმანი პირით რომ არ დაიკავოთ, გამოიყენეთ ხელთათმანები. ![]() 6. წიგნის დასადგემლი შეგიძლიათ გამოიყენოთ პლანშეტის დასადებათ. ![]() 7. ლიმონი, უჟანგავი მეტალების სისუფთავის ერთ-ერთი მარტივი კომპონენტია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ეკოლოგიურია. ![]() 8. იმისათვის, რომ ლურსმანის დაჭედების დროს თითი არ დაიზიანოთ, დამჭერად გამოიყენეთ სავარცხელი. ![]() 9. აბაზანის ფარდის საკიდზე თუ კაუჭს ჩამოკიდებთ, შეძლებთ ტანის ღრუბლისა და სხვა წვრილმანების ჩამოკიდებას. ![]() 10. იმისათვის, რომ ყველა ხელსაწყო ადგილზე დარჩეს, გამოიყენეთ მაგნიტი. ![]() 11. კეტჩუპის, მაიონეზის, იოგურტის, მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი პროდუქტის დაცლილი ქილა, ყველაზე კარგი გამოსავალია ბლინების მარტივად მოსამზადებლად. ![]() 12. თაღლითებისგან რომ დაიცვათ თქვენი ბარათი, უსაფრთხოების მიზნით, კოდის ბოლო ოთხი ციფრი მარკერით შეღებეთ და დააწებეთ რაიმე სტიკერი. შესაძლებელია, ასევე, ბარათის გადაჭრა. ასეთ შემთხვევაში ისინი არ წყვეტენ მუშაობას, თუმცა, სჯობს არ გადაჭრათ, რადგან არ ვიცი ეს ექსპერიმენტი რითი დამთავრდება. ![]() 13. ავტოფარეხში, პარკირების გაადვილების მიზნით, ჩამოკიდეთ ჩოგბურთის ბურთი, როდესაც ბურთი საქარე მინას შეეხება, მიხვდებით, რომ ავტომობილი ადგილზეა. ![]() იხილეთ აგრეთვე: ● ხრიკები, რომელთა ცოდნა სიკვდილისგან გიხსნით– ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! ![]() ● ხრიკები, რომელთა ცოდნა ზღვაზე აუცილებლად გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ! ![]() ● როგორ შევინახოთ მწვანილი, ბულიონი და სხვა პროდუქტები წლების მანძილზე. ეს უნდა იცოდეთ! ![]() ● როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები ![]() ● ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია! ![]() ● ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ ![]() 394 12-ს მოსწონს
|