x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
image


ბათუმის ვანდალურ მოვლენებზე მსჯავრდებულები ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. გავრცელებული ცნობით, ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.


შეგახსენებთ, ჩხვირკიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა.


ღოღობერიძეს და ჩხვირკიას ბათუმის 2017 წლის 11-12 მარტის აქციების ორგანიზების ბრალდებით ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდათ.



ჩხვირკია სააკაშვილის გუნდში, ღოღობერიძე კი სააკაშვილთან დაპირისპირებულ უფლებადამცველადაა ცნობილი. შესაბამისად, მათი ერთობლივი კავშირი მომხდარის ორგანიზებასთან დაკავშირებით თავიდანვე ბუნდოვანი იყო.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0