სხვა როგორები არიან დეპრესიაში მყოფი ვერძები? 2018, 5 მარტი, 23:14 ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ენერგიულები, შრომისმოყვარენი, მუდამ დაკავებულები არიან; მათ უმოქმედობა, უსაქმოდ ყოფნა აგდებთ დეპრესიაში, საგონებელში.
მოსწონთ, როცა გამუდმებით დაკავებულნი არიან და მუდამ საქმეს აკეთებენ, არიან პროდუქტიულნი, ყოველთვის სურთ აქტიურობა, როცა ატყობენ რომ ასე არ ხდება, თავს საშინლად გრძნობენ და დეპრესია ტანჯავთ. ვერძი თუ დეპრესიაში ჩავარდა, აჯობებს კი არ ანუგეშოთ ან შეიბრალოთ, პირიქით, ბრძოლაში გამოიწვიოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მასში სიცოცხლის ხალისის გაღვიძებას. წააქეზეთ, გააბრაზეთ, ცოტა დასცინეთ კიდეც... უთხარით, რომ ბევრი არაფერი შეუძლია. იგი საპირისპიროს დასამტკიცებლად ყველაფერს გააკეთებს და მალე დეპრესიაც დაავიწყდებათ. მისი შეცდომა ის არის, რომ მას დაუყოვნებლივ უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და გაქრობა. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის იმიტომ, რომ მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში შეუძლია დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. მეტი დრო დაუთმოს ისეთ საქმეს, რისი კეთებაც ავიწყებს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რუტინას. 244 12-ს მოსწონს
|