სხვა ემინემი - მითი თუ რეალობა 2012, 1 ივლისი, 12:01 მისი ისტორია ზედმეტად დიდია ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში ჩასაწერად . ის რეპის ელვის პრესლია . მაიკლ ჯექსონისთვის კი მისი ისტორია სამაგალითო იქნებოდა ისევ ცოცხალი რომ ყოფილიყო . ჯექსონი მთელი ცხოვრება თეთრკანიანობაზე ოცნებობდა, ოცნება აისრულა, თუმცა როგორ დაამთავრა ყველამ ვიცით .
ის კი პირიქით ფიქრობდა, რომ კანის მუქი ფერი ყველა მის პრობლემას გადაჭრიდა, თუმცა მოგვიანებით ყველას დაუმტკიცა, რომ თეთრ ბიჭებსაც შეუძლიათ იყვნენ მაგრები .
![]() ამაზე არც უფროს მარშალ მეზერსს უფიქრია თავის დროზე შვილს რომ წერილებს უკან უბრუნებდა და არც დებრას, როცა პატარა მარშალ ბრიუს მაზერსს III-ს აქტივობის დამთრგუნველი აბებით ჭყიპავდა . . . და მაინც, გავიდა დრო, გადაიარა გაჭირვებამ და ყველას თავისი "მიეზღო", როცა მარშალი სცენაზე ავიდა ჯერ Slim Shade-ის და შემდეგში უკვე სკანდალური Eminem-ის სახელით . თავიდან ყველა შოკში ჩააგდო მისმა გამოჩენამ, სიმღერის ტექსტები გაჯერებული იყო ძალადობითა და ბილწი სიტყვებით, ემინემი საჯაროდ ყვებოდა ტაბუდადებულ თემებზე, მისგან საოცარი აგრესია მოდიოდა . ის თავის ტექსტებში მიწასთან ასწორებდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ოდესმე რაიმე სახის ზიანი მიუყენებია მარშალისთვის . სიმღერები "Kim", "Brain Damage", "Cleaning Out My Closet", ემმა, შესაბამისად, თავის ცოლს, ყოფილ თანაკლასელს და დედამისს მიუძღვნა "დიდი სიყვარულით " . მისი ტექსტები, გაჯერებული ცინიზმითა და ქილიკით, ყველას და ყველაფერს მოედო, გეებს, ლესბოებს, სხვა სელებრითებს და ა.შ. - " იმაზე ვმღერი, რაც მაწუხებს . " - აცხადებდა მომღერალი . - " მუსიკა ჩემი საუკეთესო ფსიქოანალიტიკოსია . " ![]() და მართლაც, მისი სიმღერის ტექსტები დღიურს წააგავს . როცა ზიხარ და საკუთარ მოგონებებს ფურცელზე აშიშვლებ . თუმცა მარტო ცუდი მოგონებები როდი ჰქონია ემს . მისი შვილი, ჰეილი ჯეიდი, არაერთხელ გამხდარა მამის მუზა და არაერთი სიმღერა მიუძღვნა ემმა მისთვის ყველაზე ძვირფას არსებას მსოფლიოში . ![]() მერე იყო საოცარი დეპრესია, წარუმატებელი ეტაპები, ვიკოდინი, ვალიუმი და ბოლოს გზა ხანგრძლივი რეაბილიტაციისკენ, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ემინემი, ფანებისთვის ეს ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი, ფენიქსივით აღსდგა საკუთარი ფერფლიდან. ის დაბრუნდა, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მეგობრებს, ფანებს და მსოფლიოს ახალი შედევრები შესთავაზა : "Beautiful", " Not Afraid", " Space Bound ", " Love The Way U Lie " და არა მარტო . . . თუ ადრე ემის ტექსტები სატირითა და აგრესიით იყო გაჯერებული დღეს მათში აღიარებულ წარსულ შეცდომებს ვხვდებით . ემი ერთადერთია, ვინც შეძლო "ბოროტის" დამარცხება (My Darling), ვინც შეძლო და წუმპეს თავი დააღწია . დღეს კი, დახმარების ხელს სხვებსაც უწვდის : " ჩამკიდეთ ხელი, ერთად გადავლახოთ ქარტეხილები . ნუ დაივიწყებთ, რომ გასაჭირში მარტო არა ხართ ! " (Not Afraid) ![]() 1179 13-ს მოსწონს |
სიყვარულით: ელიზაბეტ ჯაჭვაძე ❤️????????