x
image
გიო თუთიაშვილი
ვიწრო ჯინსების ჩაცმის სურვილი სერიოზული სამედიცინო პრობლემებით შეიძლება შემოგიტრიალდეთ

image

ადამიანები ხშირად მოდის მსხვრეპლნი ხდებიან. განსაკუთრებით ქალები და გოგონები! ბოლო დროს ქალებს ვიწრო ჯინსის შარვლებში ხშირად დაინახავთ. თუმცა ექიმების რეკომენდაცია არის, რომ ეს მიმზიდველი შარვლები ჯამრთველობისათვის დიდად სასარგებლო არაა! როგორც აღმოჩნდა, თქვენისურვილი ჩაიცვათ ვიწრო ჯინსები სერიოზული სამედიცინო პრობლემებით შეიძლება შემოგიტრიალდეთ, რომელიც დიდად არ მოგეწონებათ.


ვიწრო შარვალი-ფეხების ნამდვილი საფრთხეა! ექიმების აზრით, ძალიან ვიწრო შარვალი ფეხებსა და დუნდულებში სისხლის მიმოქცევას არღვევს. სქელი ჰერმეტული ქსოვილი კუნთებს შეშუპებას აიძულებს, რაც ჰაერის შეხწევის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში ვიწრო ჯინსის ხშირმა ტარებამ არა მხოლოდ კანის გაღიზიანება და ალერგია, არამედ უშვილობაც გამოიწვიოს!



ექიმები კიდევ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან იმით, ვიწრო ჯინსის ტარების მოდა მამაკაცებშიც ფართოდ გავრცელდა! მათთვის ვიწრო ჯინსის ჩაცმა რეკომენდებული არა, რადგან შეიძლება საკვერცხეები დაუზიანდეთ. ცხელ ამინდში სათბურის ეფექტი, რომელიც შარვალში წარმოიქმნება. შეიძლება სპერმატოზოიდის გამომუშავებას ხელი შეუშალოს. რაც მამაკაცის განაყოფიერების უნარს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თუმცა სიტუაციას ძალიან დრამატიზებაც საჭირო არაა თუ ასეთ ვიწრო ჯინსს ყოველდღე არ იცვამთ, მაშინ ეს ჯამრთველობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა ვიწრო ჯინსის სიყვარულთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების შესახებ უნდა იცოდნენ, რომ მათ თავი აარიდონ.

1
77
7-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
77
  
2018, 28 თებერვალი, 23:44
მაგარია და სწორიცაა, ჰაერია საჭირო ორგანიზმისათვის.
0 1 1