მოკლე კაბები უმეტეს შემთხვევაში ლამაზი ფიგურის მქონე ქალბატონებისათვის კიდევ ერთი ხერხია წარმოაჩინონ გარეგნული სილამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სქესის წარმომადგენლები ყოველდღიურობაში უფრო შარვლებს ანიჭებენ უპირატესობას, ქალების გარდეროფის განურჩეველ ნაწილად მაინც რჩება მოკლე კაბა. თუმცა სამწუხაროდ, მოკლე კაბა ყველა ფიგურის ქალს არ უხდება.
გამხდარი და მაღალი გოგოებისთვის კაბის ეს ტიპი ზედგამოჭრილია, თუმცა მსუქან და ხანშიშესულ ქალბატონებზე, უკვე ძალიან ცუდად წარმოჩინდება.
მინი კაბები მოდის ინდუსტრიაში დაახლოებით 50 წლის წინ გაჩნდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის მას მომხრეებიც გამოუჩნდნენ და ნელ-ნელა კაბის სირგძე უფრო დამოკლდა. ყველაზე მოხერხებულად ჯინსის ქვედა ბოლოს თვლიან, ხოლო ზაფხულის ცხელ დღეებში უპირატესობას ნაჭრისას ანიჭებენ, რადგან საუკეთესო ვარიანტია სიცხისაგან თავის დასაცავად.
ზედმეტი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ მსგავსი კაბები შექმნილია თამამი, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონებისათვის, რადგან მოკლე კაბა თავისთავად გულისხმობს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ქალების შურსა და მამაკაცების აღფრთოვანებას.