ვარსკვლავები გახდა თუ არა თაკო ნაცვლიშვილი კვლავ "ჯორჯო არმანის" სახე? 2018, 28 თებერვალი, 17:43 “სპუტნიკის'' გადმოცემით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაკო ნაცვლიშვილმა არმანის მოდის სახლის აქსესუარების ახალ კოლექციაში მიიღო მონაწილეობა. მოდელი- თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროს დაპყრობას კვლავ განაგრძობს-, ლეგენდარულმა ქართველმა ლამაზმანმა მეორედ შეძლო სახელოვანი სახლის “ჯორჯო არმანის'' სახე გამხდარიყო. თაკო “არმანის'' სახე პირველად 2016 წელს გახდა, როდესაც კასტინგი წარმატებით გაიარა და მიეცა უფლება ბრენდ Armani Collezioni- ის ახალი ხაზის ჩვენებაში მიეღო მონაწილეობა. საბედისწერო აღმოჩნდა თაკოსთვის დონატელა ვერსაჩესთან შეხვედრა, რომელიც ოთხი წლის წინ პარიზში მოდის კვირეულზე შედგა. ერთ-ერთმა მოდის გურუმ 16 წლის ქართველ მოდელს “Bella''უწოდა, რომელიც იტალიური სიტყვაა და ქართულად ლამაზმანს ნიშნავს. და ამით სამუდამოდ შეიცვალა მისი ცხოვრება. მოდის კვირეულზე, თაკო ცნობილ მოდელებთან ერთად გამოდიოდა. ეს იყო პირველი პრესტიჟული შოუ ქართული მოდელისთვის, რის შემდეგაც თაკოს კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით წავიდა წინ. დონატელა ვერსაჩის ერთი სიტყვა ქართველი მოდელისთვის კარიერად იქცა. ამ დროისთვის ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება, მაგრამ მიუხედავად მისი შთამბეჭდავი კარიერისა, ის არ აპირებს შეჩერებას. მისი მთავარი მიზანია ცნობილი ბრენდ “ვიქტორია სეკრეტის'' მოდელი გახდეს. ის ორჯერ გავიდა კასტინგზე, მაგრამ მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შოუზე გამოსვლა ვერ მოხერხდა. თაკო დანებებას არ აპირებს. წყარო: https://sputnik-georgia.ru/georgia/20180228/239489186/gruzinskaya-model-vnov-stala-licom-giorgio-armani.html 136 5-ს მოსწონს
|