x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დინოზავრები (ნაწილი მეოთხე)
დინოზავრები


1) აგილიზავრი იგივე აგილის ხვლიკი იყო ჰერბივორი (მცენარეჭამია), ბინადრობდა ჩინეთის ტერიტორიაზე იურულ პერიოდში ბათონური ხანიდან კალოვიურამდე - 168, 3 - 163, 5 მილიონი წლის წინ. ნამარხი ფორმები აღმოჩენილია სიჩუანის პროვინციაში. ის იზრდებოდა 1.2 მეტრის სიგრძის.


აგილიზავრი


აგილიზავრი



2) აგუჯაცერატოფსი იყო მცენარისმჭამელი (ჰერბივორი) დინოზავრი, რომელსაც სახელი ეწოდა აშშ-ში მდებარე იმ ფორმაციის მიხედვით, სადაც აღმოჩენილი იქნა მისი ნამარხი ფორმები - აგუჯას ფორმაცია ტექსასის შტატში. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში ცარცული პერიოდის პამპანიურ ხანაში 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. იზრდებოდა 6 მეტრამდე სიგრძის და 3 მეტრზე დიდი სიმაღლის.


აგუჯაცერატოფსი


აგუჯაცერატოფსი


3) აგუსტინია იყო დინოზავრი, რომელსაც სახელი დაერქვა აღმომჩენის აგუსტინ მარტინელის მიხედვით. ბინადრობდა ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში, კერზოდ აღმოჩენილია მისი ნამარხი ფორმები არგენტინაში, ნეუქვინის პროვინციაში მდებარე ლოჰან კურას ფორმაციაზე. კვების ტიპით ჰერბივორი იყო ანუ მცენარისმჭამელი. ბინადრობდა ცარცული პერიოდის აპციური ხანიდან ალბიურამდე ანუ 125 - 113 მილიონი წლის წინ. სიგრძეში იზრდებოდა 15 მეტრამდე.


აგუსტინია


აგუსტინია


4) აჰშისლეპელტა ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ. მისი ნამარხი ნაწილები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე კირტლანდის ფორმაციაზე. იზრდებოდა 4 მეტრამზე სიგრძის და 1, 5 მეტრის სიმაღლის.


აჰშისლეპელტა

აჰშისლეპელტა


5) აიკასერატოფსი ან ოიკასერატოპსი ბინადრობდა ევროპაში ცარცული პერიოდის სანტონურ ხანაში 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ. ნამარხი ფორმები აღმოჩენილია უნგრეთში ჩებანიას ფორმაციაზე. ეს დინოზავრი იზრდებოდა 1 მეტრის სიგრძის. იყო დაახლოებით საშუალო ზომის ძაღლის ხელა და მიირთმევდა მხოლოდ მცენარეებს (ჰერბივორი).


აიკასერატოპსი


აიკასერატოპსი






ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0