სხვა მისტიკური ფოტოები, რომლებზეც სრულიად წარმოუდგენელი "რამაა" გამოსახული 2018, 28 თებერვალი, 11:09 ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა, უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ.
მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციით, "პარანორმალური მოვლენებითა" და რიგ განვითარებებით, სწორედ ასეთ ფენომენებზე მინდა გესაუბროთ, რომელთაც ვერანაერი ლოგიკური ახსნა-განმარტება ვერ მოეძებნა. 1. საათი ოთხი საუკუნის წინანდელ სამარხში. როდესაც არქეოლოგებმა მინ-ის დინასტიის სამარხი გახსნეს, წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინეს, ბეჭედი-საათი წარწერით Swiss (შვეიცარული). გამაოგნებელი იყო ფაქტი, რომ სამარხი 400-ზე მეტ წელს ითვლის, მანამდე კი სხვა არქეოლოგიურ ჯგუფს ის არ გაუხსნია. საიდან აღმოჩნდა იქ საათი, დღემდე პასუხგაუცემელია ეს კითხვა. 2. მოჩვენება სასუმრო "სტენლიში". ფოტო, რომელიც გადაიღო ბავშვთა მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ჰიუსტონში ჰენრი იავმა (Henry Yau). მუზეუმში ის ცოლთან ერთად იმყოფებოდა და გადაწყვიტა გადაეღო ფოტო, რომელიც საშუალებას მისცემდა, მუზეუმის დარბაზის ინტერიერი არ წაშლილიყო მისი მეხსიერებიდან. ფოტოს გადაღების შემდეგ, ის მთელი ღამის განმავლობაში გრძნობდა წარმოუდგენელ სისუსტესა და დაღლილობას. ნამდვილი სიურპრიზი კი დილით დახვდა, როდესაც ფოტოზე აღმოაჩინა რაღაც "ან ვიღაც" ობიექტი. ბევრის აზრით ეს მოჩვენება იყო, რომელიც სასტუმროში ცხოვრობს, თუმცა, გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა, მრავალი ჰიპოთეზა ფოტოზე არსებული გამოსახულების შესახებ, მაგრამ საიმედო ახსნა დღემდე არ არსებობს. 3. პირამიდა მთვარეზე. მთვარის მრავალი ფოტო გვაქვს, რომლებიც კითხვებს იწვევენ, თუმცა მის ზედაპირზე აღმოჩენილმა პირამიდამ, სწავლულები ჩიხში შეიყვანა. ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სინათლისა და ჩრდილების სპექტაკლს, ან ბუნებრივად წარმოქმნილ რაიმეს ფორმირების შედეგს. რა ხდება ჩვენს მარადიულ თანამგზავრზე? საინტერესოა, შევძლებთ კი ოდესმე ყველაფერზე სიმართლის გარკვევას? 4. უცხოპლანეტელების თეფში. მსოფლიოში გავრცელებულ ფოტოთაგან, ეს ერთ-ერთია, რომელიც უცხოპლანეტელების არსებობას ადასტურებს. ფოტო გადაღებულია 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო მწვავე დებატები იმის თაობაზე, ორიგინალია ფოტო თუ გაყალბებული, თუმცა, სწორი ვერსია ფოტოს შესახებ, დღემდე არ არსებობს. 5. გაურკვეველი რგოლები სამხრეთ აფრიკაში. ნამიბიის უდაბნოში არსებული გაურკვეველი წრეები დიდ დაინტერესებას იწვევდნენ ყოველთვის და მათ "სიკვდილის წრეები" შეარქვეს. არსებობს მრავალი ჰიპოთეზა წრეების შესახებ, ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მიწის ქვეშ იზრდება უზარმაზარი გაურკვეველი რაღაც, სხვა ჰიპოთეზის თანახმად კი უცხოპლანეტელებს უკავშირდება, თუმცა, რა იწვევს ამ რგოლების წარმოქმნას, პასუხი დღემდე უცნობი რჩება. იხილეთ აგრეთვე: ● ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრა ● ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები, რომელთა კვალს დღემდე ვერ მიაგნეს ● 10 იდუმალი მოვლენა, რომელთა ახსნა ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდება ● ფენომენალური მოვლენები, რომელთა დაჯერებაც გაგიჭირდებათ ● ატლანტიდის ტიტულის პრეტენდენტი 10 ჩაძირული ქალაქი ● დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი1) ● დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი2) ● საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთ ● დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები ოკეანეში ● ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოები ● ჩვენი პლანეტის დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები ● უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულება ● ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა 900 12-ს მოსწონს
|