x
image
გიო თუთიაშვილი
11 ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ
image




სოციალისტური რეჟიმი, რომელმაც 15 სახელმწიფო მოიცვა, თითქმის 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკბის კავშირი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სახელმწიფო მსოფლიოში. მის ფართობს ხმელეთის მეექვსედი ნაწილი ეჭირა. თუმცა, სსრკ ცნობილი არა მხოლოდ თავისი ზომებით გახდა. ქვეყანა მრავალ საინტერესო ფაქტებს მალავს, რომელთაც ფარდა მხოლოდ დროთა განმავლობაში აეხადა.



1. საბჭოთა კავშირში 1923 წელს დაბადებული ადამიანების 80% მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.



2. საბჭოთა კავშირში არაერთი კატასტროფა მომხდარა და ხშირად, ამის შესახებ თვითონ საბჭოთა მოქალაქებმაც არ იცოდნენ და ამბავს უცხოეთში მყოფი ნათესავებისაგან იგებდნენ. მაგალითად, ჩერნობილის კატასტროფის დროს, ხელისუფლებამ არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა მოხდა რელურად და ამის გამო, მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ განხორციელდა, რამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. საბჭოთა კავშირი არ აღიარებდა კატასტროფას, ვიდრე 1000 კილომეტრით დაშორებულ შვედეთში რადიაციის მატება არ დაფიქსირდა




3. ალბათ, ყველას გვითამაშია ტეტრისი, თუმცა მისი შექმნის ისტორია უმეტესობამ არ იცის. საკულტო კომპიუტერული თამაში, შექმნა ალექსეი პიჟიტნოვმა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა 1984 წლის 6 ივნისს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მას საერთოდ არ მიუღია ჰონონარი ამ თამაშის შექმნის გამო, ხოლო თამაშზე საავტორო უფლებას 1996 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი ფლობდა.




4. კოლის ზეღრმა ჭაბურღილი
( რუს. Kolskaia sverxglubovskaia skvajina) დედამიწის ყველაზე ღრმა ხელოვნური ჭაბურღილია. მდებარეობს რუსეთის მურმანსკის ოლქში.
გეოლოგიურად მოქცეულია ბალტიის ფარის ფარგლებში. კოლის ზეღრმა ჭაბურღილის სიღრმე 12 262 მ-ია. სხვა ზეღრმა ჭაბურღილებიდან განსხვავებით,
რომლებსაც ნავთობის ძიება ევალებოდათ, კოლის ჭაბურღილის ბურღვა უშვალოდ ლითოსფეროს კვლევით იფარგლებოდა.








5. სტალინგრადის ბრძოლის დროს იაკობ პავლოვის მეთაურობით 25 ჯარისკაცი გამაგრებული იყო ერთ სახლში და სტალინგრადის ბრძოლების დროს ისინი არცერთხელ დამარცხებულან. გერმანელებმა ამ სახლს პავლოვის სახლი უწოდეს. ამაზე ხუმრობაც გაჩნდა- გერმანელებმა უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგეს პავლოვის სახლის აღებისას, ვიდრე პარიზის აღებისას.







6. საბჭოთა რუსეთში, პატიმრები ცდილობდნენ სხეულზე ლენინის და სტალინის გამოსახულების ტატუ გაეკეთებინათ, რითაც ისინი თავს იცავდნენ დახვრეტისაგან.













7.საბჭოთა კავშირში 1985 წელს გადაიღეს "ჰობიტი" ფილმის სრული სახელია "The fairytale jourmey of mr. Bilbo baggins, The Hobbit".







8."ნკვდ"-ს ჯალათმა ვასილი ბლოხინმა კატინის ტყეში 28 დღის მანძილზე მოკლა 7000 პოლონელი ოფიცერი.ანუ დღეში 250 ადამიანი, საათში 10 ადამიანი.







9.პირველი ცხოველი ორბიტაზე ყველამ ვიცით, რომ იყო ძაღლი-ლაიკა. ის მეცნიერებმა ქუჩიდან აიყვანეს, რადგან თვლიდნენ, რომ მაწანწალა ძაღლი, რომელიც უძლებდა რუსულ ყინვას, უფრო შეეგუებოდა კოსმოსს.






10. კუსტარული მუსიკალური ფირფიტების (პლასტიკანტების) ხაზადებისათვის, რომელზედაც იწერებოდა არალეგალური მუსიკა, ფართოდ გამოიყენებოდა რეტგენის სურათები, რომელსაც "ფირფიტას ძვლებზე"ეძახდნენ, ამ მასალას უფასოდ იძლეოდა მედ პერსონალი, რომელიც მადლობელიც იყო, რადგან ამით მათი გადატვირთული არქივი თავისუფლდებოდა.







11.1948 წელს არალის ზღვის მიმდებარედ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიოლოგიური იარაღი, რპმელსაც შეეძლო გაევრცელებინა ჯილეხი და კიდევ სხვა გამანახგურებელი ჭირი. 1971 წელს ჩაატარეს კვლევა და გამოიყენეს ყვავილის იარაღი, რამაც გამოიწვია ეპიდემია. გარდაიცვალა სამი ადამიანი და ათობით ადამიანი დაავადდა, გარდა ამისა, კარანტილში მოათავსეს უამრავლი ადამიანი, რომლებზეც ტარდებოდა ცდები. ამ იარაღის შესახებ 2002 წელს გახდა ცნობილი, თუმცა რუსეთი საბჭოთა ტრადიციას მიჰყვება და საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს.













ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც საბჭოთა კავშირის შესახებ არ ვიცოდით ან მხოლოდ საზოგადოების მცირე ფენას ჰქონდა იმფორმაცია. ფაქტია, რომ ბოროტობის იმპერია დღემდე რჩება ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებულ ქვეყნად.


0
527
9-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0