მუსიკა დაპირისპირება რუსთავი-2-ის ახალი მუსიკალური პროექტის გარშემო:ნინო ჩხეიძე ნიკა გვარამიას და მარინა ბერიძის წინააღმდეგ 2018, 24 თებერვალი, 18:21 როგორც ცნობილია რუსთავი-2-ზე ახალი მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართული"იწყება, სადაც მხოლოდ ქართულენოვანი სიმღერები იქნება წარმოდგენილი, შესარჩევი ტური ქალაქ გორიდან უკვე დაიწყო, ცნობილია ახალი კონკურსის ჟიურის წევრებიც, ესენი არიან: მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკაშვილი.
ამის გამო უკმაყოფილობა გამოთქვა, მომღერალმა ნინო ჩხეიძემ .მისი განცხადებით, თავის დროზე გენერალურ დირექტორს შესთავაზა "საქართველოს ფანოღის" გადატანა რუსთავი-2-ზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში "კომედი არხზე" გადიოდა(რომლის მფლობელიც რუსთავი -2-ია) "საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს“-წერს სოციალურ ქსელში ნინო ჩხეიძე. ჩხეიძეს გამოეხმაურა სოფო ნიჟარაძე და ნიკა გვარამია, ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ "კომედი" არხზე გასული პროექტი "საქართველოს ფანოღი" უფრო იუმორისტულ ჭრილში განიხილებოდა, რასაც ნინო ჩხეიძის გაღეზიანება მოჰყვა:
"სამწუხაროა რომ მე სხვას მეუბნებიან და შენ სხვა რამ დაწერე, მაგრამ ერთი ის მიხარია რომ გულწრფელი ხარ და რასაც ფიქრობ იმას წერ, ეხლა უკვე გავიგე ბოლო წლების განმავლობაში რატომ ვარ დაბლოკილი თქვენს არხზე ნანუკას შოუს გარდა, იმასაც მივხვდი რომ დროის და სტატუსების ცვლილება თურმე მოქმედებს ადამიანებზე. არ მეგონა თუ შენთვის და რუსთავი 2-ისთვის მარტო იუმორისტულ ჭრილში განვიხილებოდი, ნეტავ კიდევ რა ჭრილში მიხილავს რუსთავი 2 "-წერს ჩხეიძე.
ნინო ჩხეიძემ მარინა ბერიძეს უპასუხა:" მთელი ცხოვრების მანძილზე აკრიტიკებთ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და ამოფარებული ხართ იმ ადამიანების რეგალიებს ვისაც მართლა აქვს შექმნილი ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე. ნიჭია ადამიანების ლანძღვა და ზემოდან ყურება. ეს კი გაგიკეთებიათ და ალბად ასეც გააგრძელებთ თქვენს შემოქმედებას. უკეთესი იქნება სანამ მე ჩემი კოლეგების სახელებითა და გვარებით მომმართავ, თავად გაერკვიო კარგად, ვის რა აქვს შექმნილი, ვინ რას წარმოადგენს და თქვენ ვინ ხართ. არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის. აბა ვინ ხალხზე მელაპარაკებით? მანდ რომ დასხედით და იუმორინას მეძახით, მუსიკას რო ასწავლით ერს და თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვინც თქვენ გაწყობთ იმას რომ ეძახით ქრთული მუსიკის შემსრულებლებს? ამ ხალხს უნდა შევახსენო თავი? თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ რომ მე ხალხის სიყვარული არ მაკლია, რითიც მე ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ჩემი ქვეყნის და ჩემი მსმენელი"
თუ საკუთარ თავთან დარჩები და კოლექტიურ აზროვნებას გაეთიშები, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილს ნამდვილად იპოვი, შენს ადგილს, სად უნდა გამოყო თავი და სად -არა!
1939 11-ს მოსწონს |
ქართული როკის ლეგენდა (მე ასე გამიგია) სიმსივნით დაიღუპა და ამ "ვარსკვლავებს" თითი არ გაუნძრევიათ მის დასახმარებლად.
შენი თქმისა არ იყოს არცერთს არ ვუსმენ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან.