მოგზაურობა რა ხდება იახტებზე, მოგზაურობა საკრუიზო გემით (ფოტოები) 2012, 25 ივნისი, 20:45 ეს შთამბეჭდავი საკრუიზო იახტა "Laurel-ია" დელტა მარინეასაგან. სუპერიახტა 73 მეტრი სიგრძისაა და 2006 წლიდან აქტიურად ემსახურება კრუიზში მოგზაურ დამსვენებლებს. ლუსჯსა და ოქროსფერში გადაწყვეტილი იახტა სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოს გამოხატულებაა. მის დიდებულებაზე მეტყველებს უზარმაზარი სასადილო ოთახი, მდიდრული საძინებლები, ჟაკუზი, ღია ბარი, 4 ჩაშენებული საშხაპე, შიდა და გარე სასტუმრო ოთახები, ხელოვნური აკავარეუმი და ვერანდები. საკრუიზო იახტას ერთდროულად 14 სტუმრის მომსახურება შეუძლია. მის შემქმნელებს არც გარუჯვის მოყვარული დამსვენებლები დავიწყებიათ და სპეციალურად მათთვის ღია გემბანზე მზის აბაზანების მიღებაცაა შესაძლებელი. გემის სტუმართა განსაკუთრებულ ყურადღებას იახტის შიდა კიბე იპყრობს. სართულებს შორის ძალიან ლამაზი, ხელოვნური აკავრეუმის ბუტაფორიაა ჩაშენებული. რომანტიკული დამსვენებლებისთვის გემზე რამდენიმე ადგილია გათვალიწინებული. ერთ-ერთი ასეთია დახურული დასასვენებელი ოთახი, რომლიდანაც ღია ბარი და ზღვის ხედები ჩანს. უამინდობის დროს კი სტუმრებს ტელევიზორის ყურება და ჟურნალ-გაზეთების თვალიერებაც შეუძლიათ. აქვეა სარელაქსაციო ოთახიც. მათთვის კი ვისაც კონფიდენციალურობის დაცვა სურს ორი გარეთა ტერასაა მოწყობილი, რომლებიდანაც ასევე რომანტიკული და სასიამოვნო ხედები იშლება. "Laurer-ი" თავს 25 კაციანი ეკიპაჯით იწონებს. გემის მთავარ გემბანზე მიმოსვლა ერთნაირადაა დაშვებული ეკიპაჟის წევრებისთვისაც და იახტის სტუმრებისთვისაც. ერთი სიტყვით, სუპერიახტაზე შეზღუდვები არ არსებობს. როგორც მისი მესვეურები იუწყებიან, აქ სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი და საუკეთესო დასვნებეა ელოდებათ. პრინციპში ეს ყველაფერი ფოტოებიდანაც კარგად ჩანს. 252 5-ს მოსწონს
|