მრეწველობა დამზადებულია ჩინეთში-მსოფლიოში ყველაზე დიდი ყალბი საქონლის ბაზრობა 2018, 24 თებერვალი, 12:53 ბევრს უყვარს მოდურად და თანამედროვედ ჩაცმა, რა არის ქალის ელემენტარული ბედნიერების ერთ-ერთი კომპონენტი?ჰქონდეს დიორის პარფიუმერია, გუჩის ტანისამოსი, პრადას ფეხსაცმელი და ა.შ.თუმცა ადამიანმა შეიძლება შეიძინოს ვერსაჩეს ჰალსტუხი 250$-ად და აღმოჩნდეს, რომ იგი ჩინურია და მისი ფასი რეალურად 1$-ია.
მაშ ასე, ჩვენ მოგითხრობთ მეგაპოლის გუანჯოუზე, ჩინეთის სამრეწველო გულზე, სადაც თითქმის ყველაფერი მზადდება და იყიდება.თუმცა სანამ ამ ქალაქზე მოგითხრობდეთ, არსებობს რამდენიმე მითი, რისგანაც დაუყონებლივ უნდა განვთავისუფლდეთ: მითი 1-ვიღაცეებს კიდევ ჰგონიათ, რომ ჩინეთი ცუდად განვითარებული ნახევრად აგრარული ქვეყანაა.2011 წლისთვის ჩინეთს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ა.შ.შ-ღა უსწრებს და მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში.
მითი 2-ყველაფერი რაც ჩინეთი უშვებს უხარისხო-ნაგავია.მართლაც 90-იანი წლების შუა ხანებში ჩინური საქონელი საკმაოდ უხარისხო იყო, თუმცა ახლა უკვე, იგრძნეს რა მოწინავე ამერიკულმა და ევროპულმა ბრენდებმა იაფი მუშახელის ეფექტურობა, დაიწყეს იქ უზარმაზარი საწარმოების აშენება უახლესი ტექნოლოგიით, ამასთანავე ვითარდება მსხვილი ადგილობრივი ჩინური საწარმოები, ხოლო ე.წ. წვრილი კუსტარული საწარმოები, სადაც ძირითადად მზადდებოდა უხარისხო საქონელი, ნელ-ნელა იხურება. ქალაქში 11 მილიონი მაცხოვრებელია, ამ ქალაქის ადგილზე 20 წლის წინ ბამბუკი ხარობდა .დღეს ეს უზარმაზარი ქალაქი გუგუნებს, უამრავი საწარმოებით, მაღაზიებით, ბაზრობებით, ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულია ტრანსნაციონალური საერთაშორისო თუ ადგილობრივი კორპორაციების ოფისები.
უნდა აღნიშნოს, რომ ყოველი სავაჭრო ცენტრს თავის მუშატარი ჰყავს და დაყოფილია კატეგორიებად, ერთი მაღაზია ევროპელებისთვის არის გათვალისიწნებული, მეორე არაბებისთვის, მესამე ინდოელებისთვის და ა.შ.არის შიდა ჩინელი მომხარებლებისთვისაც რა თქმა უნდა და სწორედ ამ მაღაზიებშია ყველაზე დიდი ხალხმრავლობა, ჩინური ბრენდების ჩინური ნაყალბევი, უბრალოდ საქონელი ეტიკეტის გარეშე და ძალიან დაბალი ფასები.ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ოფისები სადაც ამზადებენ ეტიკეტებს, იარლიყებს, ლეიბლებს და ჰოლოგრამებს, თანაც დაგიმზადებენ სწრაფად და ხარისხიანად, ნებისმიერ ბრენდისას, ნებისმიერი მატერიალისგან:ქაღალდი, ტყავი, მეტალი თუ სხვა; ეს იქნება: Dolce & Gabbana, Max Mara, Prada, Tommy Hilfiger, Versace, Louis Vuitton, SAVAGE, Valentino და სხვა უამრავი ბრენდი. ექპორტიორები მცირე ეშმაკობას ხმარობენ, ევროპული ქვეყნების საბაჟოები ოფიციალურად არ ატარებენ ჩინური საქონლის ყალბ ასლს, ამიტომ საქონელს ეტიკეტის გარეშე ყიდულობენ, (ასე არაა აკრძალული)ხოლო ადგილზე ჩატანის შემდეგ ცალკე ნაყიდ ეტიკეტებს თუ იარლიყებს მერე აკრავენ, არსებობს მეორე გზაც:ვაჭრები, რომლებიც ჩინური საქონლის იმპორტით არიან დაკავებულები, ვთქვათ, ჩინურს, ნაღდ იტალიურ-ფრანგულ საქონელში შეურევენ და ზოგჯერ მყიდველისგან 800%-იან მოგებას ნახულობენ.
ასე, რომ ნამდვილად ვერ იქნებით დაზღვეული, რომ თუნდაც თბილისში, რომელიმე პრესტიჟულ მაღაზიაში იხდით ფეხსაცმელში 170 ლარს და იგი ნამდვილად მაგალითისთვის იტალიური Tods-ის იქნება. 679 8-ს მოსწონს
|