შოუბიზნესი ვიქტორია ბექჰემის უიღბლო დასვენება 2018, 24 თებერვალი, 11:34
ცნობილი დიზაინერს, "Spice Girls"-ის ვარსკვლავს და ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის მეუღლეს, ვიქტორია ბექჰემს დასვენება "ძვრად დაუჯდა". როგორც უცხოური პრესა იუწყება, მას ფეხი აქვს მოტეხილი. მათივე ცნობით, ვარსკვლავმა თხილამურებზე სრიალის დროს ფეხის ცერა თითის ტრამვა მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტრამვამ სულაც არ შეუშალა ხელი ვიქტორია ბექჰემს, რომ ფოტოგრაფებისა და პაპარაცების წინ ეპოზიორა. როგორც სურათებიდან ჩანს, ვარსკვლავი მაინც მშვენივრად გამოიყურება.
ასევე დაგაინტერესებთ: - რა შეემთხვა ეკა ხოფერიას ვაჟს ბაკურიანში? - ქართველი მსახიობის დიდი წარმატება 149 შეფასება არ არის
|