სიახლეები ახალი ვირუსი, რომელიც ძალიან ჰგავს გრიპს- რა საფრთხეს შეიცავს ადენოვირუსი? 2018, 21 თებერვალი, 19:44 ზამთარი ყველაზე ცუდი პერიოდია ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით. ქუჩაში, თითქმის ყოველი მეორე ხველითა და დახშული ცხვირით დადის, რაც შიშს გვგვრის, რომ ინფექცია თუ გრიპი ჩვენც გადაგვედება.
გავრცელებული ინფორმაციით გვაფრთხილებენ, რომ ახალი ვირუსი მძვინვარებს, რომელიც ძალიან გავს გრიპს, თუმცა ასე არაა. ის ადენოვირუსის სახელითაა ცნობილი და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებსა და ადამიანებში, რომელთაც იმუნური სისტემა აქვთ დაქვეითებული. ადენოვირუსის ინფექციების ძირითადი სიმპტომებია: ● ცხელება. ● ყელის ტკივილი. ● დახშული ცხვირი. ● ხველა. ● ყურის ტკივილი. ● დიარეა. სპეციალური დიაგნოსტიკისა და ტესტების გარეშე ძნელია გაარჩიოთ ადენოვირუსი, ტუპიური გრიპისგან. ამიტომ პაციენტებისთვის რეკომენდაცია სტანდარტულია: უნდა გამოიყენონ სიცხის დამწევი პრეპარატები, დასვენება და ჭარბი სითხის მიღებაც აუცილებელია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ყურისა და თვალის წვეთების გამოყენება. მსგავსი ვირუსით 2012 წელსაც დაინფიცირდა ხალხი. ვირუსის გართულებული ფორმა კი New Yorke-ს მცხოვრები, 43 წლის ქალბატონის შემთხვევაში დაფიქსირდა. ვირუსის ფონზე მას განუვითარდა პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ თავის ტვინის შეშუპებაც დაეწყო. საათების განმავლობაში სუნთქვის მართვით აპარატზე იმყოფებოდა, რეაბილიტაცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მას შემდეგ, დღემდე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მუდამ აქვს. არადა, როგორც თავად იუწყება, ადენოვირუსით დაინფიცირებამდე, არაფერი აწუხებდა. ადენოვირუსი, ერთ-ერთი საშიში ვირუსია, რომელსაც ხშირად გრიპისგან ვერ არჩევენ და გართულების გამო ბევრი იღუპება. ამერიკის ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად, ადენოვირუსისგან 12 000-დან 50 000-მდე ადამიანი იღუპება. ვირუსის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით, თუმცა, რადგან ადენოვირუსის გავრცელების სეზონებია ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულის საწყისი, მოგვიწოდებენ ხშირად ვიბანოთ ხელები საპნით, გავანიავოთ ოთახი და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ! ● ახალი ვირუსი გზაშია, რომელიც "მენინგიტსა და ენცეფალიტს" იწვევს. როგორ დავიცვათ ბავშვები? ● თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ! ● დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათში ● როგორ ავიცილოთ თავიდან ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაციება? ● საშინელი ვირუსი, რომელმაც უამრავი ბავშვი დააინფიცირა. როგორ ვუმკურნალოთ და რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს ინფიცირების შემთხვევაში? ● ეს 8 ვიტამინი საშიშია! ნუ მიიღებთ მათ, თუ... ● თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ ● 15 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს! 2181 21-ს მოსწონს
|