სხვა სიცოცხლე–მოძრაობაა! სიცოცხლის ძალა ჯანმრთელობაშია 2018, 21 თებერვალი, 12:31 მოძრაობა ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მისი ნაკლებობა კი არაერთი დაავადების მიზეზია. მოძრაობა განსაზღვრავს ჩვენს აღნაგობას და ორგანიზმის ფუნქციებს. განვითარების ევოლუციური პროცესის დროს ჩამოყალიბდა პირდაპირი დამოკიდებულება ჩვენი სხეულის სამოძრაო ფუნქციებსა და შინაგანი ორგანოების მუშაობას შორის. მოძრაობა ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ყველა ორგანოს და სისტემის სუნთქვის ფუნქციას. კვლევების მიხედვით, უკანასკნელ საუკუნეში ადამიანების ფიზიკური აქტიურობა 100-ჯერ შემცირდა, სხვა ასწლეულებთან შედარებით. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ჩვენს დროში სულ უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება გონებრივ სამუშაოს. ეს კი ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება და თან ძალიან ცუდად. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის შედეგად ირღვევა ნერვულ-რეფლექტორული კავშირები, რაც პირველ რიგში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების დარღვევას იწვევს. ამ პროცესს კი, თავის მხრივ სხვადასხვა დაავადების განვითარებამდე მივყევართ–მაგალითად, ათეროსკლეროზი ჩვენი საუკუნის დაავადებად იქცა. არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა მთავარი ფაქტორია ისეთი დაავადებების განვითარების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს მისდევენ, ორჯერ მეტი შანსი აქვთ გულის იშემიური დაავადებით სიკვდილის, მათთან შედარებით ვინც ფიზიკურად აქტიურია. არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ინსულტის, დიაბეტის, მსხვილი ნაწლავის კიბოს, მკერდის კიბოს განვითარებასთან, ოსტეოპოროზთან და ნაადრევ სიკვდილთან. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ჩვენს ორგანიზმს ფიზიკური აქტიურობის გარკვეული დოზა აუცილებლად სჭირდება. 12 შეფასება არ არის
|