სხვა თანამედროვე სტილის ბაღებისა და ეზოების მოწყობა – 40 ორიგინალური იდეა (ნაწილი II) 2018, 2 მარტი, 13:26 ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება. თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე. სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის. თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს: * თუ ღია ცის ქვეშ გიყვართ მუშაობა, მაშინ ვარდების ან ბოსტნეულის ბაღის გაშენება არაჩვეულებრივი იდეაა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ! 1. ბუხარი ღია ცის ქვეშ – უფრო მეტი სიმყუდროვისა და კომფორტისთვის 2. 3. 4. 5. 6. ეზოების მოსაწყობად გამოიყენეთ ორიგინალური სტილის ავეჯი. გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალური არ ნიშნავს ძვირადღირებულს. თუ გეხერხებათ, შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ. 7.8. 9. 10. 11. 12. 13. 14. იმ შემთხვევაში თუ მცენარეების მოვლა თქვენი სტიქია არ არის, გააფორმეთ ეზო დეკორატიული ბუჩქებით 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 23. 24. 25.26. მზისგან დასაცავად ეზო ნაწილობრივ გადახურეთ ბუნებრივი მასალის გამოყენებით 27. 28.29. ცეცხლის დასანთები კერა თანამედროვე სტილის ეზოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია 30. 31. 32. 33. 34.35. სწორედ დაამონტაჟეთ განათება -უფრო მეტად მიმზიდველი და მყუდრო გარემოს შექმნის მიზნით 36. 37. 38. 39. 40.ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვაწყოთ თვალისმომჭრელად ლამაზი ბაღები იაპონურ სტილში - 45 საოცარი იდეა ყვავილების დარგვის 50 საოცარი იდეა. აქციეთ თქვენი ბაღი და ეზო ზღაპრულ ადგილად! ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ძველი საბურავებით – 55 ორიგინალური იდეა ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა 50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა 1710 12-ს მოსწონს
|