სოფლის მეურნეობა 10 ყველაზე ყინვაგამძლე ვაზის ჯიში საქართველოში 2018, 20 თებერვალი, 16:45 ცნობილია, რომ ვაზი ყინვასა და სიცივეს ვერ ეგუება, თუმცა არსებობს ყინვაგამძლე ჯიშები, რომლებიც დაბალ ტემპერატურასაც კარგად უძლებენ. მათ შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ლონდა მამასახლისაშვილმა მოგვაწოდა.
რქაწითელი
რქაწითელი საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, ყველაზე დიდი ფართობი კი კახეთში უჭირავს. მას სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა სახელი აქვს. კახეთში ძველად არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს, ასევე ყვითელ და წითელ რქაწითელს, ხოლო საინგილოში ეს ყურძენი "კუკურას" სახელწოდებითაც იყო ცნობილი. კვლევებით დადასტურებულია, რომ რქაწითელს - 23, 5 გრადუსამდე ყინვის ატანა შეუძლია.
საფერავი
საფერავი ნაკლებად უძლებს ყინვას. თუმცა, როცა ექსპერიმენტი ჩაატარეს, საფერავი - 20 გრადუსზეც არ დაზიანებულა (ექსპერიმენტი 8 დღეს გრძელდებოდა). საფერავიც ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს კახეთში იძლევა. კახური მწვანე სიცივეს კარგად იტანს კახური მწვანე, რომელსაც - 20 -19 გრადუსი ყინვაც კი ვერ აშინებს. ეს სტანდარტული კახური ვაზის ჯიშია, რომლის სახელწოდებაც მწიფე მარცვლების მოყვითალო - მწვანე ფერიდან მოდის. განაგრძეთ კითხვა 619 2-ს მოსწონს
|