შოუბიზნესი სილვესტერ სტალონე ცოცხალია! 2018, 20 თებერვალი, 2:45 დიახ, დიახ, დიახ! სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია სილვესტერ სტალონეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ საზოგადოებას ტვიტერის საშუალებით სილვესტერ სტალონეს ძმამ - ფრენკ სტალონემ განუცხადა. "ჭორები, რომ ჩემი ძმა გარდაიცვალა ტყუილია. გაუგებარია, რომელ ავადმყოფს მოუვიდა ეს ბოროტი აზრი, რომ მსგავსი რამ გამოექვეყნებინა. ასეთი ხალხი გონებრივად ჩამორჩენილია და არ იმსახურებს ადგილს საზოგადოებაში" - განცხადა ფრენკ სტალონემ.
მსგავსი ჭორი 2016 წელსაც გავრცელდა, რამაც როკისა და რემბოს გულშემატკივრები შოკში ჩააგდო, თუმცა სოციალური მედიის მიერ გავრცელებული სასტიკი ამბის სიცრუე მალევე გამჟღავნდა. 563 5-ს მოსწონს
|