სხვა თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის წევრებმა ეროვნული სამოსის დღე მოაწყვეს 2018, 19 თებერვალი, 20:58 თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის დირექტორი ოთო მდივნიშვილი და მისი მეგობრები კლუბის წევრები სისტემატიურად ატარებენ მოტო -სპორტის შეჯიბრებებს და ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა თელავქალაქობას, ერეკლეობის დღესასწაულზე.
"თელავის სამეჯლისო ანსამბლ “გრაციასთან " და ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთობლივი თანამშრომლობით, თელავის ექსტრემალთა სპორტულმა კლუბმა გავაკეთეთ ფლეშმობი. თელავში მოტოკროსის ტურნირები ყოველ წელს ეწყობოდა, თელავში ჩამოდიოდნენ სპორტსმენები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ასევე სხვა ქვეყნებიდანაც. პარალელურ რეჟიმში ვატარებდით მოტოკროსის, ენდუროკროსისა და სპორტ -ბაიკების ღონისძიებებს." - ოთო მდივნიშვილი 25 3-ს მოსწონს
|