ტექნოლოგიური სიახლეები ფრთხილად! თქვენი სმარტფონით შეიძლება ჰაკერებმა კრიპტოვალუტა გამოიმუშაონ 2018, 18 თებერვალი, 13:35 მსოფლიოში მილიონობით სმარტფონი პატრონისგან ფარულად მუშაობენ "მაინინგზე" (კრიპტო ვალუტის შექმნაზე). ჰაკერებმა შექმნეს უამრავი აპლიკაცია, რომლის ინსტალაციის შემდეგ სმარტფონის მფლობელის ბრაუზერში ჩნდება შემდეგი სახის შეტყობინება. "თქვენს აპარატში აღმოჩენილია საეჭვო აქტივობა, იმისთვის, რომ დავრწმუნდე თქვენ არ ხართ რობოტი გთხოვთ, შეიყვანოთ ქვემოთ მითითებული ციფრები". მას შემდეგ რაც "მსხვერპლი" შეიყვანს მითითებულ კოდს შეტყობინება ქრება თუმცა რეალობაში "მსხვერპლის" აპარატის პროცესორი მთლიანად ერთვება კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესში. პროცესორი ცხელდება, აპარატი იწყებს შენელებას რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სმარტფონი თუ პლანშეტი "წარმატებით" მუშაობს ჰაკერების ბიუჯეტის გასაზრდელად. ზუსტად იმის თქმა მსოფლიოში რამდენი მსხვერპლია დაავადებული მსგავსი ვირუსით ძნელია. malwarebytes სპეციალისტებმა გამოიკვლიეს რამდენიმე საიტი და განაცხადეს, რომ ჰაკერების მიერ შექმნილ ხაფანგში მინიმუმ 30 მილიონი აპარატი მოხვდა ერთი თვის განმავლობაში. ექსპერტები ურჩევენ android-ის მომხმარებლებს გამოიყენონ ვებ-ფილტრები, ხოლო პროგრამები ჩამოტვირთონ მხოლოდ და მხოლოდ google play-დან. რადგან მსგავსი ვირუსებიდან თავის დაცვა ახლო მომავალში შეუძლებელი გახდება. სამყაროში კრიპტოვალუტის ბუმია. 69 2-ს მოსწონს
|