განათლება სოციალური მუშაობის პრაქტიკა სკოლაში 2018, 17 თებერვალი, 20:50
ას წელზე მეტია, რაც სოციალური მუშაკები სკოლაში მუშაობენ და უზრუნველყოფენ კავშირს სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის. სკოლაში სოციალური სამუშაო ფოკუსირებულია, რომ კოორდინირება გაუწიოს სკოლის, ოჯახის და საზოგადოების ძალისხმევას დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიურ სფეროში წარმატების მიღწევასა და სოციალური, ემოციური, ქცევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, ხელს უწყობს მოსწავლეების პატივისცემისა და ღირსების განცდის გაზრდას.
სკოლაში სოციალურ სამუშაოს განვიხიალვ ამერიკის შეერთებული შატატების მაგალითზე. 1994წ. ივნისში 64 სკოლის სოციალური მუშაკი ილინოისში შეიკრიბა და დააარსა „ამერიკის სკოლის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“. დღესაც ა.შ.შ-ს სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკები ამ ასოციაციის მიერ მიღებული წესებით ხელმძღვანელობენ.
ა.შ.შ-ში სკოლაში მომუშავე სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მაგისტრის ხარისხი სოციალურ სამუშაოში), სისტემური შეფასების უნარი, უნდა შეეძლოს ინტერვენციების დაგეგმვა, საჭირო რესურსების მოძიება, გადაწყვეტილების მიღება და ანგარიშის წარმოება. სკოლაში მომუშავე სოცილაური მუშაკი თავისი ცოდნისა და უნარების განვითარებას უნდა ცდილობდეს.
სოციალური სამუშაოს ღირებულებები
ღირებულებები ნებისმიერი პროფესიის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს. ღირებულებების საშუალებით ხდება ამა თუ იმ პროფესიის განვითარება. რასაკვირველია, არც სოციალური სამუშაოა გამონაკლისი. ღირებულებები სოციალური სამუშაოს კომპეტენციის უმთავრესი შემადგენელი ელემენტია. 1949 წელს ფლორენს პულმა სკოლის სოციალური მუშაკი დაახასიათა, როგორც პროფესიონალი მუშაკი, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საჭიროებებს. სკოლაში მომუშავე სოცილაურ მუშაკს უნდა შეეძლოს განავითაროს სერვისები, რომლებიც მოერგება სკოლის სტრუქტურას.
სკოლის სოციალური მუშაკის ღირებულებებია:
სკოლის სოციალური სამუშაოს სერვისები ამერიკის სკოლის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (SSWAA) თანახმად, არსებობს სკოლის სოციალური სამუშაოს ორი სახის სერვისი: პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი სერვისები მიმართულია, რომ სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ იზრუნოს რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებზე. (ტერმინი “რისკის ქვეშ“ (At-risk students) გამოიყენება ა.შ.შ-ში, რათა აღწეროს მოსწავლე, რომელიც საჭიროებს დროებით ან ხანგრძლივ ინტერვენციას მისი აკადემიური წარმატებისთვის). მისი მიზანია: პრევენცია, ინტერვენცია, კრიზისული პასუხი.
პირდაპირი სერვისების ელემენტებია:
პირდაპირი სერვისების მიწოდებისას სოციალური მუშაკი ასრულებს შემდეგ როლებს: ბიო-ფსიქო-სოციალური შემფასებელი, ოჯახის მრჩეველი, ინდივიდუალური მრჩეველი, მედიატორი, ჯგუფური თერაპევტი. არაპირდაპირი სერვისები კი გულისხმობს მუშაობას ოჯახებთან, საზოგადოებასა და სააგენტოებთან რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებთან დაკავშირებით. მისი ელემენტებია:
არაპირდაპირი სერვისების მიწოდებისას სოციალური მუშაკი ასრულებს შემდეგ როლებს: ადვოკატი, შემთხვევის მენეჯერი, კონსულტანტი, ფასილიტატორი, ოჯახის/სკოლის/საზოგადოების დამაკავშირებელი.
მაშასადამე, „სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკები არიან მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები, რომლებიც წარმოადგენენ დამაკავშირებელ ხიდს სახლს, სკოლასა და მოსახლეობას შორის მოსწავლეებისთვის, ოჯახებისა და სკოლის პერსონალისათვის სერვისებით უზრუნველოყფის მიზნით“. მიმაჩნია, რომ სოციალური სამუშაოს განვითარება სკოლაში უმნიშვნელოვანესია, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას პრობლემები სკოლაში და მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ მშვიდ და დაცულ გარემოში, თავი იგრძნონ განსაკუთრებულებად და სოციალური მუშაკები დაეხმარონ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებში. 196 შეფასება არ არის
|