ორსულობა და ბავშვი ავოკადო-ღვთისგან ბოძებული ხილი ქალებისთვის 2018, 17 თებერვალი, 15:51 ავოკადო ღვთისგან ბოძებული საოცარი ხილია, რომელიც თითქოს ქალისთვის არის შექმნილი. მას უამრავი განსაკუთრებული თვისება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი. 1.აუმჯობესებს ჯანმრთელობას. როგორც ჩანს, ავოკადოს მსგავსება საშვილოსნოსთან არ არის შემთხვევითი. იგი ეხმარება ქალებს, შეინარჩუნონ რეპროდუქციული შესაძლებლობები და ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს. ცნობილია, რომ ავოკადოს, ისევე როგორც ნაყოფს სჭირდება ცხრა თვე ყვავილობიდან, ზრდის პროცესის დამთავრებამდე. 2.ორსულობის დროს ავოკადო ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში. ფოლიუმის მჟავა (ან ვიტამინი B9), რომელსაც შეიცავს დიდი რაოდენობით ავოკადოს ნაყოფი, პასუხისმგებელია ცოცხალი ქსოვილების ზრდისთვის, ამიტომ ემბრიონის ფორმირების პერიოდში მისი მიღება აუცილებელია, რომ ავიცილოთ თავიდან ყოველგვარი სირთულეები. 3.მეხსიერებისთვის ავოკადო აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას. 4. გულის ფუნქციონირებისთვის კალიუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ავოკადო, უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და სტრესისადმის რეზისტენტობას. 5.ასუფთავებს სისხლ-ძარღვებს ოლეური მჟავა, რომელსაც ავოკადო შეიცავს ასუფთავებს სისხლძარღვებს . იცავს მათ ქოლესტერინისაგან. 6.ებრძვის ანემიას სპილენძი, რომელიც ავოკადოს დიდ ნაწილს წარმოადგენს, აფერხებს ანემიას და ვიტამინი B2 (რიბოფლავივინი) ჩართულია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში. 7. ქალისა და მამაკაცისთვის ავოკადო აუმჯობესებს კაცის პოტენციას და ეხმარება ქალს სურვილის გაღვიძებაში. ავოკადო სილამაზისთვის....... ეს ხილი იდეალურია გამაახალგაზრდავებელი ნიღბების შესაქმნელად. ავოკადოს ზეთი ატენიანებს და იცავს კანს გამოშრობისგან. იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და სხვა საზიანო ფაქტორებისგან.ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანში და მიაწოდებს ჟანგბადს.აფერხებს ორსულობისა და მენოპაუზის დროს პიგმენტური ლაქების ფორმირებას. 1399 4-ს მოსწონს 1-ს არა
|