x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი მეცნიერები: მითხარით, რა ჟანრის მუსიკას უსმენთ და გეტყვით, როგორი ხასიათი და ინტელექტი გაქვთ

image

რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანელი მეცნიერ-ფსიქოლოგები მუშაობდნენ თეორიაზე, რომელიც ძალზე პოპულარულ ჰიპოთეზას შეიცავდა, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული მუსიკალური ჟანრის მსმენელთა ხასიათი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

გამოკითხეს 36 000 ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და აღმოჩნდა, რომ ერთი კონკრეტული ჟანრის მსმენელი ხასიათი საოცრად ჰგავს ერთმანეთს, რასის თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

image


პოპ-მუსიკა-დავიწყებთ ყველაზე პოპულარული ჟანრით, თავისთავად ამ ჟანრის მუსიკას ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს, მარტივი ტექსტებით და მარტივი ჰარმონიით(ზოგჯერ ძალიან პრიმიტულიც), როგორც გაირკვა ამ ჟანრის მსმენელთა უმეტესობა ექსტრავერტია(ადამიანი, რომელიც რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხლისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას. სიამოვნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ახალ ადამიანების გაცნობა)ამასთანავე თავდაჯერებულია, თუმცა ისინი შემოქმედი ადამიანები არ არიან და ხშირად ხელოვნებისგან შორს დგანან.



როკი და ჰევი მეტალი-25-30 წლის წინ თვლებოდა, რომ ამ ჟანრის მსმენელი მარტოობის მოყვარულია და მიდრეკილება აქვს სუციდისკენ, თუმცა ეს მცდარი სტერეოტიპი უკვე დიდი ხანია დაინგრა, ამ მუსიკის მსმენელი საკმაოდ რბილი ხასიათის ადამიანები არიან, ხშირად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან, მათ უმეტესობა შემოქმედებისკენ აქვს მიდრეკილება, მაგრამ დაბალი თვითშეფასების უნარით ხასიათდებიან.



რეპი და ჰიპ-ჰოპი-ამ ჟანრის მოყვარულები ძალზე კომუნიკაბელურები არიან, ეხერხებათ დამაჯერებელად საუბარი ორატორის დონეზე და ხშირად თავიანთ მოსაზრებაზე ჯიუტად რჩებიან, აგრეთვე მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევიან.



ფოლკლორი-ამ მუსიკის მსმენელს რაც სხვებისგან გამოარჩევს ისაა, რომ საოცრად შრომისმოყვარეები არიან, უფრო მეტიც, იმდენად გადამეტებულად, რომ ვეღარც ოჯახს აქცევენ სათანადო ყურადღებას და აღარც საკუთარ ჯანმრთელობას.



კლასიკური მუსიკა-ამ ჟანრის მუსიკას ამჟამად ცოტა მუდმივი მსმენელი ჰყავს, (ძირითადად პროფესიონალები)ისინი გამორჩევიან თავითჯარებულობით, მაგრამ ამასთანავე გულჩათხრობილები, ბუნებით ძირითად ინტროვერტები არიან(თავის თავში ჩაღრმავებული პიროვნებაა, არ არის ძალიან მხიარული, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, გარემო გამღიზიანებლებს თავს არიდებს, ენდობა ძალიან ცოტა ადამიანს და ისიც, ძალიან ახლო მეგობრებს, არ უყვარს რისკი, არ არის იმპულსური)



ჯაზი და ბლუზი-სულით შემოქმედი ადამიანები არია, კომუნიკაბელურები და თვითდაჯერებულები, კეთილები და თანაგრძნობის უნარის გამოხატვა შეუძლიათ.



ელექტრონული მუსიკა-ეს შედარებით ახალი ჟანრია, ამ მუსიკის მსენელები ფლეგმენტურები არიან, ანუ გამორჩევიან დაბალანსებული ძლიერი ინერტული ტიპის ტემპერამენტით. ძნელია ასეთი ადამიანების გამოწვევა, მათი წონასწორობიდან გამოყვანა, რადგან სტაბილური ნერვული სისტემა აქვთ.



ნარევი კატეგორია-რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ერთბაშად რამდენიმე ჟანრის მსმენელია, შესაბამისად მათ ხასიათში ის შტრიხები გადაიკვეთება, რომელიც ზემოთ არის ჩამოთვლილი, რაც შეეხება საცეკვაო მუსიკას, ის პრაქტიკულად იდენტურია პირველ კატეგორიასთან: ძალზე კომუნიკაბელურია და უყვარს საზოგადოებაში ტრიალი.

image


მუსიკა და ინტელექტი-მეცნიერებმა ედინბურგიდან ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, აქვთ თუ არა ერთმანეთთან კავშირი ადამიანის ინტელექტს და მუსიკას?

IQ-ტესტში აგრეთვე ჩართული იყო ტრადიციული საბაზისო სასკოლო ტესტები.

როგორც გაირკვა ყველაზე დაბალი IQ-აღმოაჩნდათ ჰიპ-ჰოპის და რიტმ-ენდ-ბლუზის მოყვარულებს(ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ჟანრის მუსიკას წლებია უსმენენ), ბევრად უფო მაღალი IQ-აჩვენა კლასიკური მუსიკის მოყვარულმა ადამიანებმა, მაგრამ არა საუკეთესო.

ყველაზე მაღალი ინტელექტი აჩვენეს მძიმე როკის მსმენელებმა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ ჟანრის მსმენელებს აღმოაჩნდათ ყველაზე მაღალი IQ.

image

იხილეთ აგრეთვე
image


1
119
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
2018, 17 თებერვალი, 17:28
როკი-ჯაზი-კლასიკა ხასიათისდა მიხედვით.....
0 1 1