x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში - 10 საშუალება

image


ხომ არ გრცხვენიათ საზოგადოებაში ფეხსაცმლის გახდის დახეთქილი ქუსლების გამო?.. ხშირად, როცა სახის კანის მოვლაზე ვფიქრობთ, ქუსლებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ. სწორედ მოვლის და ჰიგიენის ნაკლებობაა ქუსლების დახეთქვის მიზეზი. არ ინერვიულოთ, ჩვენ დაგეხმარებით!


თქვენი სამზარეულო არაჩვეულებრივი პროდუქტების საგანძურია, რომელთა გამოყენებაც მრავალნაირად შეიძლება, ასევე სამედიცინო დანიშნულებითაც. სტატიაში გთავაზობთ 10 მარტივ საშუალებას ქუსლების მოსავლელად პირდაპირ თქვენი სამზარეულოდან, რომელიც იდეალური ტერფების ქონაში დაგეხმარებათ. თქვენ ამას იმსახურებთ!










1. ლისტერინი და ძმარი


image


რა გავაკეთოთ:


1. მოამზადეთ 1 ფინჯანი ლისტერინის, 1 ფინჯანი თეთრი ძმრის და 2 ფინჯანი წყლის ნარევი.


2. მოათავსეთ ფეხები ნარევში 15 წუთის განმავლობაში.


3. გაიხეხეთ ქუსლი პემზით, რომ მკვდარი უჯრედები მოიშოროთ.


4. ჩამოიბანეთ ტერფი სუფთა წყლით.


5. გაიშრეთ და კრემით დაიტენიანეთ.


რამდენად ხშირად: გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, სანამ ქუსლი მთლიანად არ განიკურნება.


რატომ არის ეფექტური: ლისტერინი შეიცავს თიმოლს (ქიმიური ნივთიერება) და ალკოჰოლს, რაც სოკოსთან ბრძოლისთვის ეფექტურია. მჟავა კი, რომელიც ძმარშია წარმოდგენილი, მკვდარი უჯრედების აქერცვლაში გეხმარებათ.







2. ბრინჯის ფქვილი, თაფლი და ძმარი


image

რა გავაკეთოთ:


1. გააკეთეთ სკრაბი 3 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილის, 1 სუფრის კოვზი თაფლის და 2-3 წვეთი ვაშლის ძმრის ნარევი. უნდა მიიღოთ სქელი მასა.


2. მოათავსეთ ტერფები ნელთბილ წყალში 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ სკრაბით ნაზად მოიცილეთ ქუსლიდან მკვდარი უჯრედები.


რამდენად ხშირად: გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.


რატომ არის ეფექტური: ბრინჯის ფქვილი ქერცლავს, წმენდს და მინერალებით ავსებს კანს. თაფლი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც გეხმარებათ აქერცლილი ქუსლის განკურნვაში. ძმარი მჟავაა, რომელიც არბილებს ძველ და მკვდარ უჯრედებს და ადვილად მოსაშორებელს ხდის.








3. ბანანი


image

რა გავაკეთოთ:


1. დაჭყლიტეთ 2 მწიფე ბანანი ისე, რომ თხევადი მასა მიიღოთ. დარწმუნდით, რომ ბანანები მწიფეა, რადგან მოუმწიფებელი ბანანი შეიცავს კანისთვის საზიანო მჟავას.


2. მთელ ტერფზე ნაზად წაისვით მასა, ასევე, თითებზე და ფრჩხილებზეც.


3. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ტერფი სუფთა წყლით.



რამდენად ხშირად: გაიმეორეთ პროცედურა ორი კვირის განმავლობაში ყოველ ღამით დაძინებამდე, ან მანამ სანამ კმაყოფილი არ იქნებით შედეგით.


რატომ არის ეფექტური: ბანანი კანის ბუნებრივი დამატენიანებელია. ის შეიცავს ვიტამი A, B6 და C-ს, ეს ვიტამინები გეხმარებათ კანის ელასტიურად და ჰიდრატირებულად შენარჩუნებაში.







4. თაფლი


image

რა გავაკეთოთ:


1. გააზავეთ თაფლი წყალში.


2. ჩადეთ ფეხები ნარევში და ნაზად დაიმასაჟეთ 20 წუთის განმავალობაში.


3. ნაზად აიქერცლეთ კანი პემზის გამოყენებით.


4. გაიშრეთ ტერფები და წაისვით დამატენიანებელი.


რამდენად ხშირად: ამ პროცედურის გაკეთება რეგულარულად შეგიძლიათ დაძინებამდე.


რატომ არის ეფექტური: თაფლი ბუნებრივი დამატენიანებელია და დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია.








5. მცენარეული ზეთი


image

რა გავაკეთოთ:


1. კარგად გაიწმინდეთ ტერფები.


2. გაიმშრალეთ ნაზი პირსახოცით.


3. წაისვით ტერფზე და ფეხის თითებზე მცენარეული ზეთის სქელი მასა.


4. ჩაიცვით წინდები და ასე გქონდეთ მთელი ღამის განმავლობაში.


რამდენად ხშირად: ყოველდღე დაძინებამდე.


რატომ არის ეფექტური: მცენარეული ზეთების უმეტესობა შეიცავს ვიტამინებს, როგორიცაა A, D და E, რომლებიც გეხმარებათ კანის კვებაში და ახალი უჯრედების წარმოქმნაში.








6. Vicks VapoRub


image

რა გავაკეთოთ:


1. დაძინებამდე წაისვით Vicks VapoRub-ის სქელი ფენა ტერფებზე.


2. დაიმასაჟეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩაიცვით კომფორტული წინდები (უმჯობესია, ბამბის იყოს).


3. დილით ტერფები ნელთბილი წყლით დაიბანეთ.



რამდენად ხშირად: ყოველდღიურად დაძინებამდე.


რატომ არის ეფექტური: Vicks VapoRub შეიცავს კაფურს, ევკალიპტს და მენთოლს. ამ სახის მალამო დამარბილებელი საშუალებაა. ევკალიპტი და მენთოლი გამაგრილებელ ეფექტს უქმნის კანს.








7. საცხობი სოდა


image

რა გავაკეთოთ:


1. დაამატეთ 3 სუფრის კოვზი სოდა ნელთბილი წყლის ჯამს. კარგად აურიეთ, სანამ სოდა დაიშლება.


2. ჩადეთ ფეხები ნარევში 15 წუთის განმავლობაში.


3. ამოიღეთ ტერფები და გაიხეხეთ პემზით.


4. ჩამოიბანეთ სუფთა წყლით და შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით.


რამდენად ხშირად: გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.


რატომ არის ეფექტური: საცხობ სოდას ამქერცლავი თვისება აქვს. ის კარგად აცილებს მკვდარ უჯრედებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც. ასევე, სოდა ანეიტრალებს უსიამოვნო სუნსაც.








8. ალოე ვერას გელი


image

რა გავაკეთოთ:


1. მოათავსეთ ტერფები თბილ წყალში და შემდეგ პემზით მოიცილეთ მკვდარი უჯრედები.


2. გაიმშრალეთ და წაისვით ალოე ვერას გელის სქელი ფენა ტერფებზე.


3. ჩაიცვით ბამბის წინდები და დაწექით დასაძინებლად.


4. დილით ტერფები დაიბანეთ ნელთბილი წყლით



რამდენად ხშირად: გაიმეორეთ ყოველ ღამით 4-5 დღის განმავლობაში და ნახეთ, გაძლევთ თუ არა პროცედურა შედეგს.


რატომ არის ეფექტური: ალოე ვერა შეიცავს ვიტამინებს A (ბეტა კაროტინი), C და E. მათ აქვთ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.






9. ვაზელინი და ლიმონის წვენი


image

რა გავაკეთოთ:


1. ჩადეთ ფეხები თბილ წყალში 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაიმშრალეთ.


2. დაამატეთ 3-4 სუფთა ლიმონის წვენი ერთ სუფრის კოვზ ვაზელინს და აურიეთ კარგად.


3. წაისვით მასა ქუსლებზე და ტერფის სხვა აქერცლილ და გაუხეშებულ ნაწილებზე.


4. ჩაიცვით შალის წინდები და ასე დაიძინეთ.


5. დილით ტერფებიდან მასა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


რამდენად ხშირად: რეგულარულად დაძინებამდე.


რატომ არის ეფექტური: ვაზელინი ერთგვარი დამატენიანებელია, ლიმონის მჟავა კი კანის აქერცვლისა და ახალი უჯრედების წარმოქმნისთვისაა კარგი.








10. ინგლისური მარილი


image

რა გავაკეთოთ:


1. დაამატეთ ნახევარი ფინჯანი ინგლისური მარილი თბილ წყალს ტაშტში.


2. მოურიეთ კარგად.


3. ჩაყავით ტერფები 15 წუთის განმავლობაში.


4. გაიხეხეთ ქუსლები პემზით, რომ მოიშოროთ მკვდარი უჯრედები.


რამდენად ხშირად: 2-3-ჯერ კვირაში

რატომ არის ეფექტური: ინგლისური მარილი არბილებს კანს, ამცირებს ანთებას და ეხმარება კანს უჯრედების აღდგენაში.







–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მოვიშოროთ ღაბაბი და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სახე

2. 7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად

3. 30 წუთიანი მარტივი მასაჟი ცელულიტების მოსაშორებლად და გასახდომად


0
1617
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1617
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0