ქალი და მამაკაცი ღარიბი გოგონები, რომლებიც აღმოსავლეთის პრინცებზე გათხოვდნენ 2018, 16 თებერვალი, 13:54 ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს პრინცზე, რომელიც მასთან თეთრ ცხენზე ამხედრებული მივა და სადღაც წაიყვანს. ყველაზე ხშირად ასეთი სურვილები წარსულში რჩება და ამის შესახებ ივიწყებენ. თუმცა არსებობენ ქალები, რომელთაც ნამდვილად გაუმართლათ და მათ კონკიას ბედი გაიმეორეს დღეს მათ შესახებ გიამბობთ. ნატალია ალიევა გოგონა წარმოშობით აზერბაიჯანიდან არის, მაგრამ ბელარუსიაში, ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტად მუშაობდა. სწორედ აქ გაიცნო სპორტული სროლის შეჯიბრებაზე დუბაის ემირის ძმისწული საიდ ალ-მაკტუმი. უკვე რამდენიმე დღის შემდეგ მილიონერი და პოლიტიკოსი სახლში არა მხოლოდ საპრიზო ადგილით, არამედ საცოლით დაბრუნდა. ნატალია საიდის მეორე ოფიციალური ცოლი გახდა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 5 შვილი ჰყავდა. ნატალიამ კი შეყვარებულს ქალიშვილი აჩუქა. შეიხა მოზა ამ ქალს საკმაოდ მოკრძალებული წარმომავლობა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ყატარის პრინცის ცოლი გამხდარიყო. ახლა მას რამდენიმე განსხვავებული თანამდებობა უკავია, ხოლო ჩინისა და მიხწევების სიის გადახედვას საუკუნე დასჭირდება. მისი მეუღლე ქვეყანას აღარ მართავს, ახლა ეს ადგილი მათ ვაჟს უკავია. ამასთან შეიხა მოზა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მაინც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება. ის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა და მედიასთან ხშირად კონტაქტობს. რანია ალ აბდულა იორდანიის მეფის მომავალი მეუღლე უბრალო ექიმის ოჯახში დაიბადა. სხვა ბავშვების ფონზე ის შეუპოვრობით და გასაოცარი ნებისყოფის ძალით გამოირჩეოდა. გაზრდის შემდეგ, კომპანია APPLE-ში მუშაობა დაიწყო. მომავალ მეუღლეს სამსახურში შეხვდა.... მას მხოლოდ 4 თვე დასჭირდა, რომ პრინც აბდალას მისთვის ხელი ეთხოვა. ახლა რანია თავის ქვეყანას აღმერთებს. მას შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს და საზოგადოებაში აუცილებელი თავსაბურავის გარეშე გამოჩნდეს. ქალს უყვარს პერანგების და ჯინსების ჩაცმა, ასევე ჯორჯიო არმანის ტანსაცმელს ატარებს. სხვა საკითხებთან ერთად, ქალების უფლებებისთვის აქტიურად იბრძვის. მან დაარსა ცენტრი, სადაც უფროსების მიერ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ეხმარებიან. ფატიმა კალსუმ ზოჰარი ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ დაიპყტო გოგონამ უბრალო ოჯახიდან საუდის არაბეთის მეფის გული. სამაგიეროდ ის გახდა პირველი ქალი, რომელსაც მმართველმა თავის საძინებელში ღამის გათევის უფლება მისცა. დედოფალი პოლიტიკური ცხოვრებით დიდად არ არს დაინტერესებული. სამაგიეროდ მან არაერთი საქველმოქმედო ცენტრი გახსნა.. ასევე მას საკუთარი ბლოგი აქვს, სადაც პერიოდულად პირადი ცხოვრების შესახებ ყვება. ლალა სალმა ბავშვობიდან მას ზუსტად მეცნიერება აინტერესებდა და ინჟინერი გახდა. მომავალი მეუღლე, მაროკოს მეფე მუჰამედ მეექვსე, მან ერთ-ერთ დახურულ საღამოზე სტუმრობის დროს გაიცნო. ადგილობრივი კანონის თანახმად, მას არ შეუძლია გახდეს დედოფალი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველმა ოფიციალურად მეუღლედ აღიარა. ლალა 2 შვილის დედაა. პრესა მის ტანსაცმლის შეხამების უნარს მუდმივად აღნიშნავს. უბრალო ადამიანები, კი მას როგორც მგრძნობიარე ადამიანს ისე აფასებენ. 1785 15-ს მოსწონს
|