x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
10 დაავადება, რომელსაც სტრესი იწვევს - ორგანიზმი გვაფრთხილებს!
ექიმები და ფსიქოლოგებიც თვლიან, რომ ყველა დაავადების გამომწვევი სტრესია. ორგანიზმი ხშირად გვაფრთხილებს, რომ იტანჯება და ამას რამდენიმე სიმპტომის გამოვლინებით ახდენს.


1.კანის დაავადებები


image


ფსორიაზი, აკნე და კანის სხვა დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესის მიერ. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა სტუდენტთა ჯგუფზე, რითაც დადასტურდა პირდაპირი კავშირი ძლიერი ფსიქოლოგიურ სტრესსა და კანის დაავადებებს შორის.



2. არასტაბილური წონა


image


ხშირად ხდება, რომ ვერ არეგულირებთ საკუთარ წონას. არც დიეტებს და არც სხვა მეთოდებს შედეგი არ მოაქვთ.
ძლიერი სტრესული სიტუაციების დროს, უცებ იმატებთ ზედმეტ კილოგრამებს.

სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც აკონტროლებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში. თუ ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფა მოხდება, ადამიანი დაიწყებს უფრო მეტი საკვების მოხმარებას. ორგანიზმი ამ დროს გამოყოფს ნაკლებს ტესტესტორონს და სხეული დავწვავს ნაკლებ კალორიებს. თუმცა ხდება პრიქითაც, შესაძლოა რომ ძალიან გახდეთ . ამაზე გავლენას გამოყოფილი ადრენალინის დიდი რაოდენობა, რომელიც ნივთიერებათაცვლას აჩქარებს, მაგრამ ანელებს ცხიმოვანი მჟავების ცვლას ორგანიზმში.


3. ხშირი გაციება


image


ქრონიკული სტრესის დროს ქვეითდება იმუნური სისტემა. თუ ხშირად ავადმყოფობთ, ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს სტრესი და არა ის, რომ ცუდ ამინდში მოხვდით გარეთ, ორპირ ქარში მოხვდით და ა. შ.


4.კუჭ-ნაწლავის დარღვევები


image

არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ სტრესი ნეგატიურად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ წამალი ვერ გეხმარებათ. ამ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური იყოს მიმართოთ ფსიქოლოგს. იგი განსაზღვრავს თქვენი შეშფოთების მიზეზსს და შეეცდება დახმარებას.


5. ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა


image

ქრონიკული სტრესის დროს ადამიანს უჭირს საქმეზე ფოკუსირება. თუ შენიშნვთ, რომ ხართ დაბნეული და გიჭირთ კონცენტრირება სამსახურზე, უნდა დაისვენოთ. ეს ხდება ასევე მაშინაც, როცა გადაიღლებით.



6. თმის ცვენა


image


თუ ამჩნევთ, რომ თმა გამომშრალი და სუსტია, ხოლო ნიღებებსა და შამპუნებს არანაირი ეფექტი არ მოაქვს, ესე იგი ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაშია.

უნდა შეწყვიტოთ ნერვიულობა და პრობლემებს სხვაგვარად უნდა გაუმკლავდეთ.

7. თავის ტკივილები


image

თავის ტკივილებს უამრავი მიზეზი აქვს: ოსტეოქონდროზი, ძილის არასწორი პოზა, ორსულობა, სინუსიტი და სხვა. თუმცა, ზოგჯერ მიზეზი ემოციური გადატვირთვაა. თუ სტრესულ სიტუაციას არ განერიდებით, თავის ტკივილებს მხოლოდ დროებით, გამაყუჩებლებით თუ უშველით.


8. სექსუალური ლტოლვის დაქვეითება




image

ემოციურად გადაღლილი და სტრესში მყოფი ადამიანები, კარგავენ სურვილის სექსუალური ურთიერთობების მიმართ. ამ დროს იდეალური გამოსავალია, წყვილმა დაისვენოს და განმარტოვდეს.


9. ძილის პრობლემები



image


სტრესი იწვევს უძლობას. არასაკმარისი ძილი, გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მოძებნეთ თქვენი უძილობის მიზეზი და შეეცადეთ გამოასწოროთ სიტუაცია.



10. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.



image


გულს უწევს ბევრი რამის გადატანა: როგორც სიხარულის, ასევე სტრესის. ქრონიკული სტრესი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. შეეცადეთ, ემოცია არ იყოს ძლიერი, როგორც სიხარულის, ისევე სტრესული სიტუაციისას.



0
4472
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
4472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0