ფსიქონევროლოგია 10 დაავადება, რომელსაც სტრესი იწვევს - ორგანიზმი გვაფრთხილებს! 2018, 15 თებერვალი, 18:12 ექიმები და ფსიქოლოგებიც თვლიან, რომ ყველა დაავადების გამომწვევი სტრესია. ორგანიზმი ხშირად გვაფრთხილებს, რომ იტანჯება და ამას რამდენიმე სიმპტომის გამოვლინებით ახდენს.
1.კანის დაავადებები ფსორიაზი, აკნე და კანის სხვა დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესის მიერ. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა სტუდენტთა ჯგუფზე, რითაც დადასტურდა პირდაპირი კავშირი ძლიერი ფსიქოლოგიურ სტრესსა და კანის დაავადებებს შორის. 2. არასტაბილური წონა ხშირად ხდება, რომ ვერ არეგულირებთ საკუთარ წონას. არც დიეტებს და არც სხვა მეთოდებს შედეგი არ მოაქვთ. ძლიერი სტრესული სიტუაციების დროს, უცებ იმატებთ ზედმეტ კილოგრამებს. სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც აკონტროლებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში. თუ ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფა მოხდება, ადამიანი დაიწყებს უფრო მეტი საკვების მოხმარებას. ორგანიზმი ამ დროს გამოყოფს ნაკლებს ტესტესტორონს და სხეული დავწვავს ნაკლებ კალორიებს. თუმცა ხდება პრიქითაც, შესაძლოა რომ ძალიან გახდეთ . ამაზე გავლენას გამოყოფილი ადრენალინის დიდი რაოდენობა, რომელიც ნივთიერებათაცვლას აჩქარებს, მაგრამ ანელებს ცხიმოვანი მჟავების ცვლას ორგანიზმში. 3. ხშირი გაციება ქრონიკული სტრესის დროს ქვეითდება იმუნური სისტემა. თუ ხშირად ავადმყოფობთ, ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს სტრესი და არა ის, რომ ცუდ ამინდში მოხვდით გარეთ, ორპირ ქარში მოხვდით და ა. შ. 4.კუჭ-ნაწლავის დარღვევები არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ სტრესი ნეგატიურად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ წამალი ვერ გეხმარებათ. ამ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური იყოს მიმართოთ ფსიქოლოგს. იგი განსაზღვრავს თქვენი შეშფოთების მიზეზსს და შეეცდება დახმარებას. 5. ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ქრონიკული სტრესის დროს ადამიანს უჭირს საქმეზე ფოკუსირება. თუ შენიშნვთ, რომ ხართ დაბნეული და გიჭირთ კონცენტრირება სამსახურზე, უნდა დაისვენოთ. ეს ხდება ასევე მაშინაც, როცა გადაიღლებით. 6. თმის ცვენა თუ ამჩნევთ, რომ თმა გამომშრალი და სუსტია, ხოლო ნიღებებსა და შამპუნებს არანაირი ეფექტი არ მოაქვს, ესე იგი ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაშია. უნდა შეწყვიტოთ ნერვიულობა და პრობლემებს სხვაგვარად უნდა გაუმკლავდეთ. 7. თავის ტკივილები თავის ტკივილებს უამრავი მიზეზი აქვს: ოსტეოქონდროზი, ძილის არასწორი პოზა, ორსულობა, სინუსიტი და სხვა. თუმცა, ზოგჯერ მიზეზი ემოციური გადატვირთვაა. თუ სტრესულ სიტუაციას არ განერიდებით, თავის ტკივილებს მხოლოდ დროებით, გამაყუჩებლებით თუ უშველით. 8. სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ემოციურად გადაღლილი და სტრესში მყოფი ადამიანები, კარგავენ სურვილის სექსუალური ურთიერთობების მიმართ. ამ დროს იდეალური გამოსავალია, წყვილმა დაისვენოს და განმარტოვდეს. 9. ძილის პრობლემები სტრესი იწვევს უძლობას. არასაკმარისი ძილი, გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მოძებნეთ თქვენი უძილობის მიზეზი და შეეცადეთ გამოასწოროთ სიტუაცია. 10. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გულს უწევს ბევრი რამის გადატანა: როგორც სიხარულის, ასევე სტრესის. ქრონიკული სტრესი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. შეეცადეთ, ემოცია არ იყოს ძლიერი, როგორც სიხარულის, ისევე სტრესული სიტუაციისას. 4472 5-ს მოსწონს
|