x
ბერმუნდის სამკუთხედი

ბერმუდის სამკუთხედი
”სიკვდილის სამკუთხედი", ”ავბედითი ზღვა”, ”ატლანტისსასაფლაო” “ბერმუდის სამკუთხედი” და სხვა სახელებით მოხსენიებენ ადგილს, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. რაიონი შემოფარგლულია ხაზებითფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კიპუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამებისგავლით.
აქ ხან მდუმარე, საიდუმლოებით მოცული შტილია, ხანაც - მრისხანე შტორმი. უცნაურ ლაქებს ქაფიან წყალზეამ მიდამოებში დღესაც ხედავენ. მოჭარბებული ნათებადროდადრო კოსმოსიდანაც შეიმჩნევა. მორევი და უეცარიქარბობალა, გოფსტრიმის დინება, წყალქვეშა კანიონები, რომლებიც სანავიგაციო რუქაზე დღემდე ვერდაუტანიათ.მაგრამ ეს ადგილი ამ უცნაურობებზე მეტად გაუჩინარებული გემებისა და თვითმფრინავებითაა ცნობილი. აქ აპარატურა დროებით დუმდება, აცეკვებულიკომპასის ისარი კი მცდარ მიმართულებას უჩვენებს დამფრინავებს და ზღვაოსნებს თავგზას უბნებს, რაცსაზარელი კატასტროფების მიზეზი ხდება. აქმუცელამოტრიალებულ თევზებსაც ნახავთ. აქ ვერც წყლისბინადარნი დაცურავენ უშფოთველად...
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვაჰიპოთეზების დასახელება ხდება უჩვეულო ამინდისმოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე.თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდისსამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდებაიმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებშიდა ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებასმხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევოკომპანია Lloyd’s. ზოგიერტების აზრით ამ ადგილას ძალაინ ძლიერი მაგნიტური ველი უნდა არსებობდეს, რომელიც ბუნებრივი და ხელოვნური ან სხვა ფაქტორებით იქნება გამოწვეული, რის გამოც მწყობრიდან გამოდის აპარატურა და გემები თუ თვითმფრინავებო ღრმად ფსკერზე იძირებიან. ამ უცნაურობების მიზეზად იმასაც თვლიან, რომ ადგილი როგორც საზღვაო ისე საჰაერო გზებითაა გადატვირთული და სწორედ ამიტომაა, რომ სიგნალები წყდება ხოლმე და აპარატურაც ითიშება.
პირველად ტერმინი ”ბერმუდის სამკუთხედი” შემოვიდა 1964 წელს. მოგვიანებით XX საუკუნის 60-იანიწლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისშიგამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდისსამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ მათ შორის 1975 1975 წლებში გამოცემული წიგნები „ბერმუდისსამკუთხედი“ და „ბერმუდის სამკუთხედი: მითები დარეალობა“
მსოფლიოს არქივში მოიძებნება ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი.100 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი გემის თუ თვითმფრინავის გაუჩინარება მოხდა. XX საუკუნისდასაწყისში 15 გემი "აორთქლდა".პირველი უცნაურიშემთხვევა 1840 წელს დაფიქსირდა. ნასაუს პორტის(ბაჰამის კუნძულები) მახლობლად ფრანგული გემი"როზალი" აღმოაჩინეს. გემზე ხელუხლებელი იყო ბარგი, არ აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ უცნაური ის იყო, რომეკიპაჟის წევრები გამქრალიყვნენ.მსგავსი რამ შეემთხვასატვირთო გემ „სანდრა“-ს, იგი მიდიოდა აშშ–დანვენესუელაში და უეცარი შტორმის დროს გაქრა.მისი ძებნა მხოლოდ 6 დღის მერე დაიწყეს როცა გემი პორტში არ გამოჩნდა, მაგრამ ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა. 1918 წლის 4მარტს ბარბადოსის პორტიდან მანგანუმის მადნითდატვირთული ამერიკული გემი "ციკლოპი" გაემართა. 18-მეტრიანი გემი, რომელზეც 309 ადამიანი მსახურობდა, ბალტიმორის პორტში უნდა შესულიყო, მაგრამგაუჩინარდა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. ამპერიოდში ატლანტის ოკეანეში გერმანული წყალქვეშაგემები მოძრაობდნენ და გაჩნდა ვერსია, რომ "ციკლოპი"მათ ჩაძირეს. მაგრამ სიგნალი დახმარების თხოვნით არსადდაფიქსირებულა, თანაც, გერმანელებს ასეთი ძვირფასიტვირთით სავსე გემი რომ ჩაეძირათ, ამ ამბავს მთელმსოფლიოს მოსდებდნენ. რადგან სამხედროებმა ვერ ახსნეს"ციკლოპის" გაუჩინარების მიზეზი, აშშ-ის მაშინდელმაპრეზიდენტმა, ვუდრო უილსონმა ასეთი განცხადებაგააკეთა: "მხოლოდ ღმერთმა და ზღვამ უწყის, თუ რაშეემთხვა გემს".
იგივე განმეორდა 1902 წლის 20 ოქტომბერს - ოთხანძიანიგერმანული სავაჭრო გემიდან ეკიპაჟი გაქრა. პროდუქციაცდა გემიც ხელუხლებელი იყო.
გემების გაუჩინარებას თვითმფრინავების გაქრობაცმოჰყვა.ამათგან ყველაზე ცნობილია ”ევენჯერების რგოლი”-ის სახელით ცნობილი შემთხვევა. 1945 წლის დეკემბრისდასაწყისში ბერმუდის სამკუთხედში 5 ამერიკულიბომბდამშენი გაუჩინარდა.ბერლიცის თანახმად, 14გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილიასაიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენისდროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევეცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისასპილოტები თითქოს–და საუბრობდნენ სანავიგაციომოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულოვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლიამიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებშივეშვებით“.აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაიკარგა მათსაძებნელად გაგზავნილი თვითმფრინავი. ერთ-ერთივერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდაკურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელფრენას. გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათიინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რისგამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს.ასევე ამბობდნენ რომ, ასეთი ტიპის თვითმფრინავებსგარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაშიმდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს დასაკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქებამოხდეს. ასევე ცნობილია 1953 წლის 2 თებერვალსბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე დაკარგულიინგლისის სამხედრო თვითმფრინავი, რომელზეც ეკიპაჟის39 წევრი იმყოფებოდა. ანომალიურ ზონასთანმიახლოებისას შეწყდა რადიოკავშირი და იგი არცსამხედრო ბაზაზე დაბრუნებულა...
ბერმუდის სამკუთხედის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებებს დღესაც გამოთქვამენ, თუმცა სინამდვილეში რა ხდება არავინ იცის.
”ეკიპაჟმა წყალზე უცნაური მანათობელი ლაქები შეამჩნია!” - ეს ჩანაწერი სანაოსნო წიგნაკში ქრისტეფორე კოლუბმაგააკეთა.

0
275
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jeikopi
jeikopi
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0