x
მეტი
  • 19.10.2024
  • სტატია:137697
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511563
საცურაო სეზონი გაიხსნა
საცურაო კოსტუმები მძივებით, ბრჭყვიალებით და მაქმანით-ახალი სიტყვაა სპორტულ მოდაში თუ ის ანაცვლებს კოქტეილის კაბებს?
არსებობს საცურაო კოსტუმები, რომლითაც ცურავენ აუზში, რომლითაც თამაშობენ პლიაჟის ფრენბურთს, ასევე დასეირნობენ
იახტის გემბანზე მოჰიტოთი ხელში. ეს საცურაო კოსტუმები მეტად გამძლეები არიან-მთელ დღეს ატარებენ ულტრაისფერი სხივების ქვეშ, ხშირად ეშვებიან ზღვის მარილიან ან აუზის ქლორიან წყალში. მაგრამ ამჯერად საუბარია პოდიუმზე წარმოდგენილ საცურაოებზე,
რომელიც ძვირფასი ქსოვილებისგანაა დამზადებული და უხვად არის დეკორირებული-მათი გამოყენების არეალი კი წვეულებაა, სადაც მათ კოქტეილის კაბების მაგივრად მოირგებთ.

Dolce& Gabbana-მ წარმოადგინა აბრეშუმის კოსტუმები, რომლებიც საფირმო კორსეტების ფორმისაა და გაფორმებულია მრავალრიცხოვანი ბრჭყვიალა ქვებით.

image

image


image
image
image
მიუჩია პრადამ ასეთი საცურაო ატლასისგან შეკერა და ბრჭყვიალა და მაქმანიანი აპლიკაციებით გააფორმა. მისი ჩაცმა როგორც დამოუკიდებლად, ასევე მსუბუქი ზაფხულის კაბის ქვეშ შეგიძლიათ.

image

Marc by Marc Jacobs-ის საცურაო კოსტუმები უფრო მოკრძალებულად გამოიყურება-დეკორის გარეშე, მხოლოდ არშიებით
არის გაფორმებული.

image

Alexander Wang-მა წარმოადგინა ორშრიანი კოსტუმი-ლურჯი „ბოდი“ და მოსასხამი ბადისგან და ტულისგან.

image

მაიკლ კორსის საცურაო კოსტუმები გაფორმებულია ტყავით და მეტალის სამაგრებით.
image
საცურაო კოსტუმი მხოლოდ სპორტული ფორმა არ გახლავთ, არამედ ვარიაციებია კაბების თემაზე, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ ჟაკეტთან და შარვალთან ერთად თუნდაც თვითმფრინავით მოგზაურობისას-განაცხადა დიზაინერმა.
მაგრამ რითი ვიცურაოთ, იკითხავთ თქვენ? „ლამაზ საცურაო კოსტუმებში-პასუხობს Eres-ის კრეატიული დირექტორი, რომელმაც საცურაოები გააფორმა მეტალის და პლასტიკატის სამაგრებით. ასე რომ შვებულებისთვის შეარჩიეთ ბევრი საცურაოები და რაც შეიძლება ლამაზად გაფორმებული.

image

Botega Veneta

image

Etro

image

Eres









1
187
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
187
  
2012, 29 ივნისი, 11:52
+100
0 1 1