სხვა როგორ გავარჩიოთ ტყავი ტყავის შემცვლელისგან 2018, 14 თებერვალი, 17:21 როგორ გავარჩიოთ ნატურალური ტყავი ხელოვნურისგან?როგორც წესი, მწარმოებელი ვალდებულია იარლიყზე მიუთითოს რისგანაა დამზადებული პროდუქცია, თუმცა იარლიყს ყოველთვის ვერ ენდობა კაცი. თანამედროვე ტექნოლოგია იმის საშუალებას იძლევა, რომ ხელოვნური მასალა ტყავს მაქსიმალურად გავდეს. რა ნიშნებით უნდა განვასხვავოთ ამ შემთხვევაში ნატურალური ტყავი ტყავის შემცველისგან?
1.ტყავი სითბოს ინარჩუნებს
![]() შეხების დროს ტყავის შემცველიც შეიძლება ცოტათი გათბეს, მაგრამ მისი ზედაპირი ამ დროს დანესტიანდება, ნატურალური ტყავი კი მშრალი რჩება. თუ ხელში ერთდროულად აიღებთ ტყავის შემცვლელს და ნატურალურ ტყავს, განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ. 2. ზედაპირის “სახე" ![]() 3.უკუღმა პირი ![]() 4.წონა-ეს არგუმენტია ![]() ნატურალური ტყავი ყოველთვის მძიმეა ხელოვნურზე. ეს განსაკუთრებით ტყავის ქურთუკის გასინჯვისას იგრძნობა. თუმცა, შესაძლოა ცხვრის ტყავი უფრო ნაკლებს იწონიდეს, ვიდრე მსხვილფეხა რქოსნების.მაგრამ, ხელოვნური ტყავი მაინც ყველა ტყავზე უფრო მსუბუქია, ზოგ შემთხვევაში კი მისი წონა შეიძლება ზოგიერთი ქსოვილის წონაზე ნაკლებიც იყოს. 5.სუნი ![]() ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელს მკვეთრი ქიმიური სუნი აქვს, რომელიც კარგა ხანს არ გადადის. ნამდვილ ტყავს კი მსუბუქი, არამძაფრი სუნი აქვს, თუმცა ზოგჯერ მწარმოებლები სპეციალურ არომატიზატორებს იყენებენ, რომ ხელოვნურ ტყავს ნატურალური ტყავის სუნი მიეცეს.ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ტყავის შემცვლელი მაღალი ხარისხისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს ძალუძს ხელოვნური ტყავის მძაფრი სუნის გადაფარვა. 6. რეაქცია ნესტზე ![]() ეს ძალიან ადვილი მეთოდია ტყავის განსასხვავებლად ხელოვნური ტყავისგან, მაგრამ ყიდვის დროს ამ მეთოდს ვერ გამოიყენებთ.ნატურალური ტყავი ტენს იწოვს. ეს განსაკუთრებით ღია ფერის ტყავზეა შესამჩნევი. ნესტის ლაქა მანამ არ გაქრება, სანამ ტყავი ბოლომდე არ გაშრება. 7.შეხებით შეგრძნება ![]() 436 2-ს მოსწონს
|