x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512196
12 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად და სასიამოვნოდ შეძლებთ მოგზაურობას
image

საზღვარგარეთ თითოეული მოგზაურობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, დაუვიწყარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიტოვებს. თუმცა, ისეც ხშირად ხდება, რომ ფულის გამო ვამბობთ უარს მოგზაურობებზე.


სტატიაში გაგაცნობთ ქვეყნებს, რომლებიც წარმოუდგენელ დასვენებას გთავაზობთ, თანაც ისე, რომ სულაც არ დაგჭირდებათ საფულის დაცარიელება.








რუმინეთი

image



საცხოვრებელი: 6 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 11 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 3 ევროდან


ტრანსპორტი: 0.34 ევროდან


რუმინეთი არის ადგილი, სადაც რეალობა და ზღაპარი ერთმანეთს ხვდება. აქ ბევრი რამეა სანახავი: სკარიოსორის მღვიმე, ასტრა პარკი, ტრანსფაზაზანის გზა, პელეს ციხე, ტალახის ვულკანები და მრავალი სხვა.


როცა რუმინეთში თვითმფრინავით ან მანქანით მოხვალთ კიშინიოვიდან, თვალწინ ულამაზესი ხედები და თვალწარმტაცი არქიტექტურა გადაგეშლებათ. რაც მთავარია, ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად!


საცხოვრებლის ფასები ქალაქებზეა დამოკიდებული. ჰოსტელებში ფასები 6 ევროდან იწყება, სასტუმროებში კი - 11 ევროდან. ასევე შეგიძლიათ ზღვასთან ახლოს მინი-ბუნგალოში იცხოვროთ 8 ევროდ. ნაციონალურ კერძებში, როცა გარეთ მიირთმევთ, 3-დან 5 ევრომდე დაგეხარჯებათ. რძე, პური, ბრინჯი, ქათმის მკერდი და ყველი 9-დან 11 ევრომდე ღირს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი 0.34 ევროდან იწყება, ხოლო მეტროთი მგზავრობა ბუქარესტში ერთი დღის განმავლობაში 1.10 ევრო დაგიჯდებათ.







ლაოსი

image


საცხოვრებელი: 4 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 9 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2 ევროდან


ტრანსპორტი: 2 ევროდან


ეს ზურმუხტისფერი ქვეყანა ეგზოტიკურობითაა ცნობილი. აქ მოგზაურობა არაჩვეულებრივი შეთავაზებაა მათთვის, ვინც ჯუნგლებით, მდინარეებით, მთებითა და ჩანჩქერებით სავსე ქვეყნის გაცნობაზე ოცნებობს.


მაგალითად, 8საათიან კაიკინგით (ექსტრემალური სპორტის სახეობა მდინარეზე) გასეირნებაზე ვან ვიენგის გამოქვაბულში მხოლოდ 9.50 ევრო დაგეხარჯებათ. აქ მარტივია ჰოსტელის პოვნა, რომლის ფასიც 4 ევროდან იწყება და სასტუმროს პოვნა, რომლის ფასიც 9 ევროდან იწყება. მენიუ ლაოსში ძალიან მრავალფეროვანია. კარტოფილისა და ხორცის შეძენა ერთად 2 ევროდან შეგიძლიათ, კრეპების - 1 ევროდან, კრევეტების სუპის - 3 ევროდან, იოგურტის - 0.50 ევროდან. ავტობუსი ქალაქებს შორის 4-დან 20 ევრომდე ღირს, მოტოციკლეტს დღეში 6 ევროდ აქირავებენ, ველოსიპედის ქირაობა კი დღეში 1.50 ევროდაც შეგიძლიათ.








პორტუგალია

image


საცხოვრებელი: 8 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 16 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 4 ევროდან


ტრანსპორტი: 1.85 ევროდან


ჯადოსნურ პორტუგალიაში ყველაფერი შესაძლებელია: გასეირნება საუცხოო სანაპიროზე, ცხენზე ჯირითი მადეირაში, ღვინის გასინჯვა ალტო დოუროში, დიდებული პენას სასახლის დათვალიერება, აზორესში ვეშაპების ნახვა და მრავალი სხვა.


ჰოსტელში ოთახის ქირაობა 8 ევროდან, ხოლო სასტუმროში 16 ევროდან შეგიძლიათ. აქ ყველაზე პოპულარული საჭმელია ვირთევზა ბოსტენულით, რომელიც 3-4 ევრო ღირს, შემწვარი თევზი, რომელსაც 3 ევროდ დააგემოვნებთ და ცხელი ფუნთუშები სხვადასხვა შიგთავსით. კაფეში ჭამა ორ ადამიანზე დაახლოებით 11 ევრო ჯდება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გინდათ, რომ ლისაბონის მუზეუმს უფასოდ ეწვიოთ, მაღაზიებში ფასდაკლებებით ისარგებლოთ და ტრანპორტშიც არ გადაიხადოთ, ლისბოას ბარათი უნდა შეიძინოთ.







ბულგარეთი

image


საცხოვრებელი: 7 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 15 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2 ევროდან


ტრანსპორტი: 0.51 ევროდან


გელოდებათ ბულგარეთი თავისი ოქროსფერი ქვიშით და მზიანი სანაპიროებით. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ შვიდი რილას ტბა, ბელოგრადჩიკის კლდეები, ვარდების ველი, ძველი მელნიკი და მრავალი სხვა საოცარი ადგილი.


ჰოსტელების ფასი ბულგარეთში 7 ევროდან იწყება, სასტუმროების ფასი კი - 15 ევროდან. თუ ზღვის ნაპირას განთავსებულ ჰოსტელში გსურთ დაბინავება, მაშინ 8 ევროს გადახდა მოგიწევთ. დედაქალაში საცხოვრებლის ფასები 15 ევროდან იწყება, ბუნგალოები კი დაახლოებით 12 ევრო ღირს. რესტორანში სადილი 4 ევრო დაგიჯდებათ, კაფეში საუზმე -1.50 ევრო, მეჰანაში ლანჩისთვის კი 10 ევრო გეყოფათ ორ კაცზე. 12-დან 14 ევრომდე დაგიჯდებათ პური, ყველი, კარტოფილი, ქათამი და ხილი, თუ ამ ყველაფერს მარკეტში იყიდით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 0.51 ევროდან 3.50 ევრომდე ღირს ქალაქებს შორის.







პერუ

image


საცხოვრებელი: 5 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 11 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2 ევროდან


ტრანსპორტი: 0.40 ევროდან



ალბათ, პირველ რიგში, პერუ ყველასთვის მაჩუ-პიქჩუსთან ასოცირდება. ინკების ეს ქალაქი მართლაც საოცარია. მოგეწონებათ ლეგენდარული ტბა ტიტიკაკა, გიგანტური გოქტას ჩანჩქერიც ჩაჩაპოიასში, არეკიპას ღირსშესანიშნაობები, ამაზონის ტროპიკული ტყეები და ჰუაკაჩინას ოაზისი.


ჰოსტელების ფასი აქ 5 ევროდან იწყება, სასტუმროების ფასი კი - 11 ევროდან. არ დაგავიწყდეთ პერუელების ტრადიციული საჭმლის გასინჯვა: კავიჩე, ანტიკუშო, ბურიტო, ტაკო და პისკოს მჟავე კოქტეილი. ადგილობრივ კაფეებში ქათმის დაგემოვნება ბოსტნეულთან ერთად 2 ევროდ შეგიძლიათ, ლანჩს 3-დან 5 ევრომდე მიირთმევთ, ბუფეტის სტილის ლანჩს კი - 8 ევროდ. თუ იყიდით პურს, ქათმის მკერდს, კვერცხს, ხილს და თევზს მაღაზიაში, დაახლოებით 10 ევრომდე გადაიხდით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი 0.40 ევროდან იწყება. ქალაქებს შორის ავტობუსი 1-დან 3 ევრომდე ღირს. ასევე, ტაქსის გამოძახებაც შეგიძლიათ, რაც 4-დან 8 ევრომდე დაგიჯდებათ.






პოლონეთი

image


საცხოვრებელი: 7 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 17 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 4 ევროდან


ტრანსპორტი: 0.80 ევროდან



პოლონეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ქვეყნის დედაქალაქი, მოინახულოთ მალბორკის სასახლე, მარველის ტბა მაღალ მთებში და ისიამოვნოთ სათხილამურო კურორტებით. რაც მთავარია, პოლონეთი გაგაოცებთ დაბალი ფასებით!


ჰოსტელები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს ფასდაკლებებს, ფასი 7 ევროდან იწყება, სასტუმრო ორ კაცზე საშუალოდ 21 ევრო დაგიჯდებათ კრაკოვში, ხოლო 17-დან 21 ევრომდე ვროცლავში. თუ შეიძენთ რძეს, პურს, კვერცხს, ბრინჯს, კარტოფილს, ხახვს, ქათმის მკერდს და ღვინოს, ამ ყველაფერში დაახლოებით 11 ევროს გადახდა მოგიწევთ. კაპუჩინო ან კათხა ლუდი 1.60 ევრო ღირს. ხოლო კაფეში ჭამა 4-დან 6 ევრომდე დაგიჯდებათ,





უნგრეთი

image


საცხოვრებელი: 7 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 10 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2.50 ევროდან


ტრანსპორტი: 1.14 ევროდან



უნგრეთს შეუძლია, ბევრ ევროპულ ქვეყანას გაუწიოს კონკურენცია და თავისი "ბონუსიც" აქვს: ხელმისაწვდომი ფასები!


ჰოსტელის ქირაობა 7 ევროდან შეგიძლიათ, სასტუმროსი კი - 14-დან 21 ევრომდე. ბუდაპეშტში მუზეუმების უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ ზღვის სანაპიროზე დაისვენოთ ბალატონის ტბასთან ახლოს ან უძველესი ციხეები მოინახულოთ დუნაის მახლობლად. რესტორანში ჭამა დაახლოებით 2.50-დან 6 ევრომდე დაგიჯდებათ, საშოპინგო ბარათით პურის, ყველის, ღვინის და ქათმის ყიდვა კი - 11-12 ევრო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი 1.14 ევრო ღირს. ასევე შეგიძლიათ ერთდღიანი ინდივიდუალური სამგზავრო ბარათის ყიდვა 5.30 ევროდ ან ჯგუფისთვის - 10.60 ევროდ.





სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

image


საცხოვრებელი: 3 ევროდან (სახლი); 9 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 20 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 3 ევროდან


ტრანსპორტი: 1 ევროდან



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ მოგზაურობას გთავაზობთ: კეთილი იმედის კონცხთან ახლოს მდებარე კეიპთაუნი, კალაჰარის უდაბნო, კირსტენბოსკის მსოფლიოს უდიდესი ბოტანიკური ბაღი, კრუგერის ეროვნული პარკი, სადაც ლომების, ჟირაფების და სხვა ცხოველების ნახვა შეგიძლიათ, წიწიკამას ეროვნული პარკი, სადაც დელფინებს და ვეშაპებს ნახავთ და სხვა მრავალი რამ.


ოთახის ფასი ჰოსტელში 9 ევროდან იწყება, სასტუმროში და სახლში კი 3 ევრო დაგიჯდებათ ერთ ადამიანზე. სადილი რესტორანში დაახლოებით 6-7 ევრო ღირს, სწრაფი კვების საჭმელების ფასი კი 3-დან 4 ევრომდე მერყეობს. რძის, პურის, ბრინჯის, კვერცხის, ყველის, ქათმის, ფორთოხლის და ღვინის ყიდვა 15-20 ევროდ შეგიძლიათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი 1 ევრო ღირს, ტაქსის ფასი კი 2 ევროდან იწყება.






ფილიპინები

image


საცხოვრებელი: 4 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 9 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 1.80 ევროდან


ტრანსპორტი: 0.30 ევროდან



ფილიპინები ცნობილია თავისი პირველყოფილი ბუნებით და თბილი კლიმატით.


ჰოსტელები და სასტუმროები 4-14 ევრო ღირს კებუსა და პანგლაოს კუნძულებზე. ასევე, სახლის ქირაობაც შეგიძლიათ თვეში 260 ევროდ. ოთახი ბორაკაის კუნძულზე Wi-Fi -ით და ჰაერის კონდიცირებით 12 ევრო დაგიჯდებათ. ყველაზე ხელმისაწვდომი სასტუმროები და რესტორნები განლაგებულია Boat Station-ის 3 რაიონში. ადგილობრივ კაფეებში საუზმე და ლანჩი 1.80-დან 3 ევრომდე ღირს. ჩვეულებრივ, ტურისტები მოტოციკლეტით, ნავით, ბორნით და ადგილობრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. ყველაზე იაფი ტრანსპორტი არის ჯიპნი (jeepney), რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაირსახეობაა. მეტროთი მგზავრობა კი 0.30 ევროდ შეგიძლიათ.






ალბანეთი

image


საცხოვრებელი: 5 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 10 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2 ევროდან


ტრანსპორტი: 1 ევროდან



ალბანეთი სავსეა მაგიური ადგილებით: გჯიროკასტერის ქალაქი, "ლურჯი თვალი", სკადარის ტბა, კსამილი, ბუტრინტი და სხვა.


მყუდრო ოთახის პოვნა ჰოსტელებში 5 ევროდან და სასტუმროებში 10 ევროდან ნამდვილად მარტივია. ალბანეთში საჭმლის და ალკოჰოლის ფასები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. ქუჩაში ნაყიდი საჭმელი ძალიან გემრიელია და მისი დაგემოვნება 1.80 ევროდან შეგიძლიათ. რესტორნის ფასებიც მარტივია, ჩვეულებრივ, 3.50 ევროდან იწყება. აქ ყველაზე პოპულარული საკვებია: ჩომლეკი ხორცით და ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტები, ოშაფის დესერტი და გემრიელი ყავა, რომლის დაგემოვნებაც 0.50-1 ევროდ შეგიძლიათ. რაც შეეხება ტრანსპორტს, მატარებლით 50 კმ 0.90 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო ავტობუსით იგივე ფასად 30 კმ-ს გაივლით.






ბალი

image


საცხოვრებელი: 3 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 8 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2 ევროდან


ტრანსპორტი: 0.36 ევროდან



ბალი ჯადოსნური ადგილია. დაუვიწყარ ემოციებს მიიღებთ "პეპლის პარკში", ბალის წყლის სასახლეებში ტირტანგაგაში ბატუკარუს მთასთან ახლოს, ტირტას ემპულის ტაძარში, სეკუმბულის ჩანჩქერთან, ბრინჯის ტერასებზე და სულისშემკვრელ პლიაჟებზე.


ჰოსტელის ქირაობა 3 ევროდან, სასტუმროს - 8 ევროდან, ხოლო ბუნგალოს - 12 ევროდან შეგიძლიათ. საჭმლის ფასები იმაზეა დამოკიდებული, ჩინურ კერძებს აირჩევთ, ევროპულს თუ ინდონეზიურს. კაფეებში საუზმე ორ კაცზე 1.50-3 ევრო, ხოლო ლანჩი - 4-8 ევრო ღირს. ვეგეტარიანული საკვების შეძენა 1 ევროდან შეგიძლიათ. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი კერძია ბებეკ ბეტუტუს იხვი და შემწვარი ლილიტის ქაბაბი ლიმონგრასის (ბალახის ტიპი რომელიც იზრდება თბილ ქვეყნებში, რომელიც გამოიყენება საკვებად) ჯოხზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი 0.36 ევროდან იწყება, ტაქსის კი - 2.50 ევროდან.






ნიკარაგუა

image


საცხოვრებელი: 4 ევროდან (ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი); 10 ევროდან (სასტუმრო)


საჭმელი: 2 ევროდან


ტრანსპორტი: 1 ევროდან


თუ ცენტრალურ ამერიკას ესტუმრებით, ნიკარაგუას ნახვის შანსიც არ გაუშვათ ხელიდან.


ჰოსტელში ოთახის ქირაობა 4 ევროდან შეგიძლიათ, სასტუმროში კი - 10 ევროდან. გარეთ ჭამა 2-დან 8 ევრომდე დაგიჯდებთ. გრანადის მოედანზე კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლანჩები, რომლებიც 2-3 ევრო ღირს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი 1 ევროდან იწყება, ტაქსი კი ერთი ქალაქიდან მეორეში ჩასასვლელად, სულ ცოტა, 25 ევრო დაგიჯდებათ. შეგიძლიათ ისიამოვნოთ გრანადას ხედების დათვალიერებით, მომოტომბოს ვულკანის ნახვით, პარკებით, რომლებშიც ორქიდეებსა და ეგზოტიკურ ფრინველებს შეხვდებით, ქორნ აილენდის თეთრქვიშიანი სანაპიროებით, ლაგუნა დე აპოიოთი, სან ხუან დელ სრუზე ცეკვით, ბოსავას ეროვნულ პარკში სეირნობით, სადაც გარეულ მაიმუნებს შეხვდებით და სხვა ბევრი საოცარი რამით.






ბედნიერ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!



0
915
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0