სხვა რამდენად კარგად გახსოვთ დეტალები საყვარელი ფილმებიდან? გამოიცანით 2018, 12 თებერვალი, 9:19 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული კინემატოგრაფია დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ. როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში- 1929 წელს საუკეთესო კინო როლის შემსრულებლისთვის დაწესდა მეტალის ქანდაკება ჯილდოდ- "Oscar"-ი, რომელიც დღეს ძალიან ბევრ უნიჭიერეს მსახიობს ჯერაც არ მიუღია. ოსკარი ეს არის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია, მის დიზაინერს კი წარმოადგენს Cedric Gibbon-ი. ამიტომ ძალიან ბევრი რეჟისორი იბრძვის იმისთვის, რომ შთამბეჭდავი და ოსკაროსანი ფილმი გადაიღოს, შედეგიც მაყურებლის სიხარულსა და ცრემლებზე აისახება ხოლმე.
მოდით შევამოწმოთ, რამდენად კარგად გახსოვთ დეტალები თქვენი საყვარელი ფილმებიდან? (თქვენი დავალებაა კონცენტრირდეთ ფილმზე მოცემული ფოტოს შემდეგ და გამოიცნოთ დეტალი, რომელიც თეთრი ფონითაა შენიღბული. წარმატებებს გისურვებთ) 1. გახსოვთ რა ტიპის ქუდი ახურავს "ფორესტ გამპს"? 2. რა ფერისაა კლემენტინას თმა, როდესაც ის ჯიმ ქერის გმირს- ჯოელს ხვდება პირველად? 3. რა ხატია ნახატზე, რომლის ყიდვასაც აპირებს ფილიპი ფილმში "ხელშეუხებელნი". 4. რას კითხულობს პატარა კევინი "სახლში მარტოს მე-2 ნაწილში" მანამ, სანამ მძარცველებს გადაეყრება? 5. რა აქვს პიჯაკზე ვიტო კორლეონეს ფილმ "ნათლიმამაში"? 6. რა აცვია ფეხზე ვინსენტ ვეგას კინემატოგრაფიის ლეგენდარული ცეკვის დროს ფილმში "მაკულატურა"? 7. რითია აბაზანა ავსებული ფილმში "სილამაზე ამერიკულად"? 8. ვისთან ერთად ცეკვავს პროფესორი მაკგონაგალი ცეკვის გაკვეთილზე მასკარადის წინ ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი"? 9. რას ეხუტება ნატალი პორტმანის გმირი მატილდა ფილმში "ლეონი"? 10. რა ფერის კაბა აცვია ვივიანს "ლამაზმანში"? 11. რა უკავია ხელში ჰანრი კვინს ფილმში "თვითმკვლელების გუნდი"? 12. გამოიცანით რომელ ხელში უკავია წითელი და რომელში ლურჯი ფერის აბი მორფეუსს? 13. რა უკავია ხელში ჰიუ ჯეკმანის გმირს რობერტს ფილმში "პრესტიჟი"? 14. ფილმ "მებრძოლთა კლუბში" ედვარდ ნორტონის გმირს რა აქვს მაგიდაზე გამუდმებით? 15. რა ფერის ქოლგა უკავია ხელში ამელის? 16. რა ფირმის ფეხსაცმელი უკავია ხელში მარტის, ფილმიდან "უკან მომავალში მე-2"? პასუხები იხილეთ აქ: 771 23-ს მოსწონს
|