x
image
carpediem
სექსი შუა საუკუნეებში - ნაწილი პირველი
შუა საუკუნეებში, როდესაც ეკლესიას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა მოსახლეობაზე სექსთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. აღნიშნული მოსაზრებების ნაწილი დღემდე ცოცხლობს საზოგადოებაში, მათი დასაბამი სწორედ შუა საუკუნეების ქადაგებებსა და შეხედულებებში უნდა ვეძებოთ, როცა ეკლესიის მსახურები სქესობრივ აქტს მრუშობასთან აიგივებდნენ და გარყვნილებს სამარადისო ტანჯვით ემუქრებოდნენ.

ამ სტატიაში გთავაზობთ 10 ფაქტს, რომელიც ამ თემას უკავშირდება


1) ნატიფი სიყვარული -შეგიძლია უყურო, მაგრამ ჯობს არ შეეხო

imageეკლესია კრძალავდა სექსუალური სურვილების არათუ დაკმაყოფილებას, არამედ გამოხატვას.


ეგრედწოდებული ნატიფი სიყვარულის იდეალი შუა საუკუნეების დასაწყისში დამკვიდრდა. აქ მოიაზრებოდა სულიერად ამაღლებული სიყვარული, მორალურ პრინციპებზე დაფუძნელი. რაინდები, რომლებიც სასიყვარულო ლექსებს უძღვნიდნენ თავიანთ რჩეულებს, იხსნიდნენ მათ ყოველგვარი გასაჭირისაგან. სექსი როგორც ბუნებრივი მოვლენა ამ შემთხვევაში უკუგდებული იყო, მთავარი გახლდათ ოჯახი, ამ დროს ჩამოყალიბდა იდეალური მამაკაცისა და მეოჯახე ქალის სტერეოტიპები. რა თქმა უნდა ქორწინებამდე სექსზე ლაპარაკიც არ ყოფილა.

2) აღვირახსნილობა- შეიხსენით შარვალი მისტერ

image მიუხედავად მღვდელმსახურთა მოწოდებებისა, მაინც არსებობდნენ ქალებისა და მამაკაცების ის კატეგორია, რომლებსაც სულაც არ სურდათ ქორწინებამდე მოცდა, რაც უფრო მკაცრად იკრძალებოდა ქორწილგარეშე სექსი, მით უფრო მეტად იჩენდა თავს წინააღმდეგობის სურვილი. როდესაც ამ ყველაფერმა უკვე ქაოსური ფორმა მიიღო და მხოლოდ მოწოდებებით აღარ კონტროლდებოდა, ეკლესიამ მისცა მღვდლებს უფლება დაესაჯათ ის პირნი, რომლებიც მრუშობაში იქნებოდნენ შემჩნეულნი, სასჯელის სახე კი არცთუისე იშვიათად სიკვდილი იყო.


3) სექსის პოზიციები

image

ეკლესია გმობდა სექსუალური აქტის განხორციელებას გაუკუღმართებული ფორმებით ( არ დავკონკრეტდები - მიხვდებით ) რადგან მას უდიდეს ცოდვად და გარყვნილებათ მიიჩნევდა. სექსი მხოლოდ ერთ პოზაში, მხოლოდ ''ბავშვების გულიზე''. ასეთი მიდგომა შუა საუკუნეებიდან მოდის, თუმცა ეკლესიამ ვერ შეძლო ეკონტროლებინა დაქორწინებულ წყვილთა სარეცელში რა ხდებოდა.უფრო მეტიც, შექიმნა რამდენიმე ნაშრომი სადაც სექსის პოზიციები იყო განხილული.



4) ჰომოსექსუალები-მომიახლოვდი ძმაოimage


ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულება 21-ე საუკუნის ზოგიერთ ქვეყანაში ზუსტად ისეთივეა როგორც შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში იყო. სოდომის ცოდვაში მხილებულნს სიკვდილით დასჯა ელოდათ- ძირითადად ცეცხლზე დაწვა. ისტორიკოსების მტკიცებით ჰომოსექსუალთა რიცხვს განეკუთნებოდნენ ინგლისის მეფე რიჩარდ პირველი და საფრანგეთის მეფე ფილიპ მეორე.


5) ვაჟკაცობის მოდა -მამაკაცის შარვლის უბის საფარველი

image


სურათიდან მიხვდებოდით რომელ მოდაზეა ლაპარაკი. აღნიშნული შარვლები შუა საუკუნეებში შემოვიდა მოდაში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ვაჟკაცობის დამადასტურებელ სამოსს არაერთი მეფე ატარებდა, მიუხედავად იმისა რომ ეკლესიმ ამ ტიპის შარვლები ''ეშმაკის ტანსაცმლად'' მონათლა









გაგრძელება იქნება

7
381
2-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
381
  
2018, 24 ივლისი, 8:54
არც ეხლაა ნაკლები შუა საუკუნეები
2012, 27 ივნისი, 16:34
მეორე ნაწილს ველოდები სადაა ?მალე იქნება მაინტერესებს გაგრძელება
2012, 25 ივნისი, 7:50
ჯერ ამაზე ვკაიფობ მოიცა მაგარს თან : )))
2012, 25 ივნისი, 7:50
მეორე ნაწილს რო ვთარგმნი, იქ ნახე ღადაობები შენ :D
2012, 25 ივნისი, 7:48
ხო ეს მეხუთე მაგარი ღადაობააა რო არ მოგეტკეცოს და გამოაჩIნო ისე ვერ ამტკეცდნენ სულელები რა
2012, 25 ივნისი, 7:47
:blush:
0 1 7