x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„გიხაროდეთ ყველას, ალბათ სიკეთე დასჯადია, მაგრამ რა ვქნათ“ - პაატა ბურჭულაძე
image


ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ახლახან სკანდალში გაეხვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადდა. საქმე საქველმოქმედო ფონდიდან მილიონობით თანხების გაფლანგვის საკითხს ეხება. მსოფლიო ბანი გაკვირვებულია, რატომ ხდება მისი დაკითხვა და მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში სიკეთე დასჯადია. მან ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარი გააკეთა.


„დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ ყველას, სიკეთე არის დასჯადი ალბათ და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, რომელსაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, მაგრამ რა ვქნათ, იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ.


შეგახსენებთ, ფონდ "იავნანადან" თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ბურჭულაძე გამოკითხვაზე გასული წლის დეკემბერში დაიბარა, თუმცა მან პროკურატურაში მისვლაზე და ჩვენების მიცეაზე თავდაპირველად უარი განაცხადა და სასამართლო წესით გამოკითხვა მოითხოვა.



მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ბურჭულაძის მიერ დაჯილდოვებული ხელმოკლე და მრავალშვილიანი ოჯახები მოატყუეს.


პროკურატურაში თქვეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.


ფონდის ოფიციალური ცნობით:

1. ფონდმა 2011-2015 წლებში სულ მიიღო 9.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ქველმოქმედებაზე დახარჯა მხოლოდ 3.26 მლნ ლარი.


2. იავნანას ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯები(6.57 მლნ) 102%-ით აღემატება მის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ)


3. „იავნანას“ შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვა შემოწირულობები, (მთლიანობაში 7.41 მლნ ლარი), 127%-ით აღემატება ფონდის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ)


4. „იავნანას“ დეკლარაციის მიხედვით, მარტო ადმინისტრაციის ხელფასები (1.75 მლნ) 40%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).


5. „იავნანას“ დეკლარაციის მიხედვით, "ქველმოქმედების ორგანიზების ხარჯები" (3. 5 მლნ) 178%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).


6. „იავნანას“ ადმინისტრაციის ხარჯები (3. 07 მლნ) 144%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).


ამ თემაზე ინტერნეტტელევიზია POSTV-მ სამი საგამოძიებო ფილმი მოამზადა, სადაც თანხების გაფლანგვაა დადასტურებული. ფილმებში ნაჩვენებია ნაჩუქარი ბინები და მათი ბინადრები, რომლებიც ამბობენ, რომ საშინელი პირობებია და შენობები მათ საკუთრებაში ჯერაც არ გადასცემიათ.


ამავე თემაზე: პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის თანხაც მიითვისა?! (ვიდეო)


მახათას მთაზე ტაძრის ფონდს ოფისი „იავნანამ“ მიაქირავა.. ორივე ფონდს ბურჭულაძე ხელმძღვანელობს

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0