x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
უძველესი ქართული საგანძური (ნაწილი მეორე)
image


სტატიის პირველ ნაწილში მე წარმოგიდგინეთ უძველესი ქართული საგანძური, რომელიც მიეკუთვნებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს. ამ ნაწილშიც განვაგრძობთ იგივეს წარმოგიდგენთ საგანძურს, რომლის უმეტესობაც თარიღდება და შექმნილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე და წარმოადგენს ისეთივე დიდ ისტორიულ, კულტურულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების განძს, როგორიც აღწერილი იყო წინა ნაწილში. ვიმეორებ, რომ აუცილებელია საქართველოში შესაბამისად დაფინანსდეს არქეოლოგია, ვინაიდან მეცნიერების ეს დარგი ამ ქვეყანაში უაღრესად და გასაოცრად პროდუქტიულია. ახლა კი წარმოგიდგენთ ქართულ საგანძურს, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თვალით ნახოთ და დაათვალიერებინოთ ეს განძი თქვენს შვილებსაც, ვინაიდან ადამიანს გიყვარს და აფასებ მხოლოდ იმას, რაც იცი. თუ არ ეცოდინებათ რა სიმდიდრის პატრონები არიან როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც როგორც მსოფლიო მოქალაქეები, არც დააფასებენ და არც ეყვარებათ არაფერი:



1) დოქი - მინა, მოხატული და მოოქროვილი. შიდა ქართლი. ხოვლეს აკლდამა. დამზადებულია მე-3 საუკუნეში.


დოქი





2) დოქი. მინა, მოხატული და მოოქროვილი. შიდა ქართლი. ხოვლე გორა. დამზადებულია მე-3 საუკუნეში.


დოქი. არქეოლოგია




3) საწერი მოწყობილობა. სახურავი, ოქროს შეჭედილობა, სამელნე და საწერი კალმები. დამზადებულია ოქროსგან დავერცხლისგან მე-3 საუკუნეში. ნაპოვნია მცხეთაში სვეტიცხოვლის ეზოში მდებარე სამარხში.


არქეოლოგია




4) საყურეები. ოქრო, ალმანდინე. აღმოჩენილია მცხეთაში. არმაზისხევის მეექვსე სამარხი. დამზადებულია მე-2 საუკუნეში.


საყურე. არქეოლოგია




5) ხელადა. დამზადებული მესამე საუკუნეში. შიდა ქართლი. ტახტისძირის სამაროვანი.


ხელადა. არქეოლოგია




6) რიტონი. დამზადებული ძვ.წ. მე-4 საუკუნეში. აღმოჩენილია შიდა ქართლში. ტახტის ძირის სამაროვანში.


რიტონი. არქეოლოგია




7) ეს მინის მძივებია, რომელიც ყაზბეგის განძს მიეკუთვნება. დამზადებულია ძვ.წ. მე-5 საუკუნეში.


მძივები. არქეოლოგია



8) წალდი. ბრინჯაო. გურია. ხევის განძი. დამზადებული ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.


წალდი. არქეოლოგია




9) სეგმენტისებური იარაღი. ბრინჯაო, აჭარა. ციხისძირის განძი. დამზადებული ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.


სეგმენტისებური იარაღი




10) ბრტყელი ცული. დამზადებული ძვ.წ. მე-8 საუკუნის კოლხეთში. ბრინჯაო. ლეჩხუმი. ოყურეში (ლაჯობის ძირი)


ბრტყელი ცული. არქეოლოგია




11) კოლხური ცული. დამზადებული ძვ.წ. მე-8 საუკუნეში. ბრინჯაო. ლეჩხუმი. ოყურეში (ლაჯობის ძირი)


კოლხური ცული. არქეოლოგია





12) კოლხური ცული. ბრინჯაო. დამზადებული ძვ.წ. მე-8 საუკუნეში. აფხაზეთი, ყულანურხვა.


კოლხური ცული. არქეოლოგია




13) კოლხური ცული. ბრინჯაო. ძვ.წ. მე-8 საუკუნე. აღმოჩენილია სამაჩაბლოში. ოჟორაში.


კოლხური ცული. არქეოლოგია




14) კოლხური ცული. ბრინჯაო. ლეჩხუმი. ოყურეში (ლაჯობის ძირი), დამზადებულია ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.


კოლხური ცული. არქეოლოგია




15) კოლხური ცული. ბრინჯაო. ლეჩხუმი, ოყურეში (ლაჯობის ძირი). დამზადებულია ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.


კოლხური ცული. არქეოლოგია




16) რიტონი. ბრინჯაო. ბორჯომის ხეობა. ბორნიღელეს ნამაროვანი. დამზადებულია ძვ.წ. 25-ე საუკუნეში.


ყანწი. რიტონი. არქეოლოგია





17) სამაჯურები. ბრინჯაო. თიანეთი. ორხევის სამაროვანი. დამზადებული მე-12 საუკუნეში.


სამაჯურები. არქეოლოგია





18)სასმისი. თიხა. ქვემო ქართლი. სიონის სამაროვანი. დამზადებულია ძვ.წ. მე-14 საუკუნეში.


არქეოლოგია




19) ანთროპომორფული ნაყოფიერების ღვთაება. ბრინჯაო. კახეთი, მელაანის სამლოცველო. დამზადებულია ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.


არქეოლოგია. მელაანის ღვთაება




20) ქილა ფრინველის ფიგურებით. აღმოჩენილი შიდა ქართლში. ბებნისის მე-4 ყორღანი. დამზადებული ძვ.წ. მე-15 საუკუნეში.


ქილა ფრინველის ფიგურებით





21) საკიდი. ბრინჯაო. რაჭა, ბრილის სამაროვანი. დამზადებული ძვ.წ. მე-16 საუკუნეში.


არქეოლოგია



22) კოლხური ცული. ბრინჯაო. რაჭა. ბრილის სამაროვანი. დამზადებული ძვ.წ. მე-16 საუკუნეში.


კოლხური ცული. არქეოლოგია




23) კოლხური ცული. ბრინჯაო. რაჭა. ბრილის სამაროვანი. ძვ.წ. მე-16 საუკუნე.


კოლხური ცული. არქეოლოგია




24) შტანდარტი. ბრინჯაო. რაჭა. ბრილის სამაროვანი. ძვ.წ. მე-16 საუკუნე.


კოლხური ცული. არქეოლოგია




25) ცული. ბრინჯაო. შიდა ქართლი, დირბი. დაახლოებით ძვ.წ. მე-12 საუკუნე.


ცული. არქეოლოგია



26) საპარადო ცული. ბრინჯაო, იმერეთი, საჩხერე. დაახ. ძვ.წ. 25-ე საუკუნე.


კოლხური ცული. არქეოლოგია



27) კოლხური ცული. ბრინჯაო. იმერეთი, საჩხერე. ძვ.წ. 25-ე საუკუნე.


კოლხური ცული. არქეოლოგია



28) სეკირის ფორმის ცული. ბრინჯაო. ქვემო ქართლი. ბედენის მეთორმეტე ყორღანი. დაახ. ძვ.წ. 22-ე საუკუნე.


ცული. არქეოლოგია








ავტორი: თორნიკე ფხალაძე

1
833
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
833
  
2018, 11 თებერვალი, 1:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1