x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უძველესი ადამიანი ბრიტანეთში - "ჩედერი კაცი"

უძველესი ადამიანი ბრიტანეთში


10, 000 წლის წინანდელი, ძვ.წ. მე-80 საუკუნეში მცხოვრები "ჩედერი კაცი" ერთ-ერთი უძველესი ჰომო საპიენსია, რომელიც აქამდეა აღმოჩენილი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ინგლისში. ასევე აღსანიშნაია, რომ ის იმ უიშვიათესთაგანია, რომლის ჩონჩხიც საკმაოდ კარგადაა შემონახული. დნმ კვლევამ აჩვენა რომ ის იყო კავკასოიდი, თუმცა დღევანდელი ევროპელებისგან განსხვავებით შედარებით მუქი კანი ჰქონდა. ასევე ჰქონდა ღია ფერის თვალები - ცისფერი ან მწვანე. თმა კი საკმაოდ მუქი. ასეთი შეხამება დღეისთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ მუქი კანის ფერი და მწვანე თვალები ძალიან ხშირი იყო და ნორმალური მოვლენა გახლდათ ამ პერიოდის ევროპაში გავრცელებულ შემგროვებელ და მონადირე პოპულაციებში. აცხადებს პალეობიოლოგი ტომ ბუთი, რომელმაც ეს კვლევები ჩაატარა. მისივე განცხადებით ევროპელებში თვალის ფერის გაღიავება წინ უსწრებდა კანის ფერის გაღიავებას მეზოლითურ პერიოდში და ეს აღინიშნა სწორედ მას შემდეგ, რაც ევროპაში მონადირეობა და შემგროვებლობა მიწათმოქმედებამ ჩაანაცვლა.

როგორც ჩანს ჩედერი კაცი მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მას აღენიშნება თავის ქალაზე ღრმული, რომელიც შეიძლება იყოს მაშინდელი ტვინის ინფექციით გამოწვეული, ან ისეთი ბანალური მიზეზი ჰქონდეს, როგორიცაა გათხრებისას მკვლევართაგან დაზიანება. რაც ნათელია მხოლოდ ისაა, რომ ის აშკარად მარტოა დასაფლავებული. ეს გასაკვირია, ვინაიდან მაშინდელი საზოგადოებები ტომებად ცხოვრობდნენ და არასოდეს მარხავდნენ თავისი ტომის წევრს განცალკევებით, არამედ მაშინდელი საფლავები ყოველთვის ჯგუფურია. შესაძლოა ის გარიყული, ან გაძევებულიც კი ყოფილიყო თანამოძმეთაგან. ინგლისელმა მეცნიერებმა მოახდინეს მისი კარგად შემონახული თავის ქალას და დნმ -კვლევის წყალობით "ჩედერი კაცის" სახის რეალისტურთან მიახლოებული რეკონსტრუქცია და ამ 10 ათასი წლის წინ უდროოდ გარდაცვლილ, უიღბლო ახალგაზრდა კაცს ახალი სიცოცხლე და მსოფლიო პოპულარობა მოუტანეს.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
344
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0