საბუნებისმეტყველო პალეონტოლოგია - გადაშენებული ცხოველები 2018, 8 თებერვალი, 17:58 1. ზონეიტი
სახელი: ზონეიტი. Zoneait (დიდკბილა)
კლასიფიკაცია: ქორდიანი, რეპტილია (ქვეწარმავალი), ნიანგისებრი, თალატოზუხია, მეტრიორინქოიდეა
სახეობა: ზონეიტ ნარგორუმი
კვების ტიპი: ხორცისმჭამელი, თევზისმჭამელი ზომა: ჯერჯერობით დაუზუსტებელი ცნობილი საბინადრო: აშშ. ორეგონის შტატი. არსებობის პერიოდი: 174 - 170 მილიონი წლის წინ. იურული პერიოდის ელენიურ ერაში. აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: რამდენიმე ინდივიდის განამარხებული თავის ქალა და ყბის ნაწილები 2. ჟირაზუხუსი სახელი: ჟირაზუხუსი, Zhyrasuchus კლასიფიკაცია: ქორდიანი, რეპტილია (ქვეწარმავალი), ნიანგისებრი, ეუზიხია (?) სახეობა: ჟირაზუხუს ანგუსტიფრონსი კვების ტიპი: ხორცისმჭამელი ზომა: ჯერჯერობით დაუდგენელია ცნობილი საბინადრო: უზბეკეთი, ბისეკტის ფორმაცია. არსებობის პერიოდი: 89.8 - 86.3 მილიონი წლის წინ. ცარცული პერიოდის კონიაკური ერა. აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: პატარა ნაწილობრივი ნარჩენები. 3. ჟონგორნისი სახელი: ჟონგორნისი Zhongornis კლასიფიკაცია: ქორდიანი, ავე, ავებრევიკაუდა. ადრეული ფრინველი. სახეობა: ჟონგორნის ჰაოე კვების ტიპი: მწერიჭამია (?) ზომა: აღმოჩენილი ინდივიდები (ბარტყები) 8 სანტიმეტრის სიგრძის იყო. ზრდასრულის ზომა კი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილი საბინადრო: ჩინეთი. იქსიანის ფორმაცია. არსებობის პერიოდი: 125 - 113 მილიონი წლის წინ. ცარცული პერიოდის აპტიური ერა. აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: გაქვავებული ახალგაზრდა ინდივიდები. 4. ჟონგჯიანიხტისი სახელი: ჟონგჯიანიხტისი. Zhongjianichthys (ანუ ჟონგჯიანის თევზი) კლასიფიკაცია: ქორდიანი, კრანიატა, მილოკუნმინგიდე. სახეობა: ჟონგჯიანიხტის როსტრატუსი კვების ტიპი: ჯერჯერობით დაუდგენელი ზომა: ჯერჯერობით დაუდგენელი ცნობილი საბინადრო: ჩინეთი. იუანშანის ფორმაცია. არსებობის პედიოდი: კამბრიული პერიოდი. 535-525 მილიონი წლის წინ. აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: გაქვავებული ნამარხი ქვის ფილაში. 5. ჟანღეოთერიუმი სახელი: ჟანღეოთერიუმი Zhangheotherium კლასიფიკაცია: ქორდიანი, ძუძუმწოვარი, ტრეხნოთერია, სიმეტროდონტი, სპალაკოთერიოიდე. სახეობა: ჟანღეოთერიუმ კვინკვეკუსპიდენსი კვების ტიპი: მწერიჭამია ზომა: 16 სანტიმეტრის სიგრძის ტანი, თუ კუდსაც ჩავთვლით უფრო მეტი. ცნობილი საბინადრო: ჩინეთი. ლიაონინგის პროვინცია. არსებობის პერიოდი: 130 - 125 მილიონი წლის წინ. ბარემიულიპერიოდის დასაწყისიდან, აპციურის დასაწყისამდე ცარცულ პერიოდში. აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: ერთი სრული ჩონჩხია ნაპოვნი ხოლო დანარჩენები განამარხებული სხვადასხვა თავის ქალის და სხეულის ნაწილი. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 106 3-ს მოსწონს
|