სოფლის მეურნეობა ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა - გიორგი ალადაშვილის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა 2018, 8 თებერვალი, 14:37 შპს "Irricult", რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. კომპანიის დამფუძენებლი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ბიოდინამიურ მევენახეობას საქართველოში 2014 წლიდან ეწევა. მეწარმე ვენახს შევიცარიაშიც უვლის და საქართველოშიც. გიორგი ალადაშვილს ვენახი 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ვენახის 5 ჰექტრამდე გაზრდა. კომპანიის საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ მეწარმე ვენახის წარმოებას ბიოდინამიური მეთოდებით ახდენს. ყურძენს კი ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, ჯორისძუას, ხახვის ფოჩების, შროშანის და შრატის ნადუღით წამლის, გამწევი ტექნიკის საქმეს კი ცხენი აკეთებს. მიღებულ მოსავალს მეწარმე ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს. მეწარმე ვაზის მოვლის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს. მისი განმარტებით, პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს. როგორც გიორგი ალადაშვილი აცხადებს, მიწის ბიოდინამიური დამუშავება შვეიცარიაში ყოფნის დროს ისწავლა. თუმცა ამ მეთოდს ადრე ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, დღეს ეს მეთოდი თანამედროვე ინდუსტრიამ გადათელა. საქართველოში დაბრუნებულმა სოფელ რუისპირში წინაპრების დატოვებული მიწა დაამუშავა და ვენახი გააშენა. 68 შეფასება არ არის
|