x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
მკვლელი ხოჭო-მითი თუ სინამდვილე?
ბოლო დროს, სხვადასხვა სოციალური ქსელით აქტიურად ვრცელდება ფოტო, რომელზეც უცნაური ხოჭოა გამოსახული, გვერდით-ადამიანის დაზიანებული კიდური და მყვირალა სათაური, რომელიც გვაფრთხილებს: “თუ ამ ხოჭოს დაინახავთ, არ მიეკაროთ შიშველი ხელით! მისი შხამით ადამიანი რამდენიმე საათში იღუპება!"

სტატიაში კი მოთხრობილია, რომ ეს ხოჭო ინდოეთში ბინადრობს და ძალიან საშიშია, რომ მისი დანახვისთანავე თავქუდმოგლეჯილი უნდა გაიქცეთ და არავითარ შემთხვევაში შიშველი ხელით არ უნდა შეეხოთ, რადგან მისი შხამი კანიდან ორგანიზმში აღწევს და ადამიანი რამდენიმე საათში იღუპება.

image

დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად ძრწოლისმომგვრელი სურათია, მაგრამ რამდენად რეალურია ამ ხოჭოს არსებობა, რომელიც ასე საშიშია და მის შესახებ მხოლოდ ახლხანს გავიგეთ?



სინამდვილეში, ეს ხოჭო გიგანტური წყლის ხოჭოს სახელითაა ცნობილი, მას ალიგატორის ტკიპას და ფლორიდაში რწყილსაც კი უწოდებენ. ზოგიერთი სახეობა ნამდვილად დიდია-2 სმ.ზომაში. ყველაზე დიდი კი Lethocerus-ებრთა წარმომადგენლები არიან, მათი სიგრძე 12 სმ-ს აღწევს.

ამ ხოჭოების ზოგიერთი სახეობა კვერცხებს მამრის ფრთებზე დებენ და ასე ატარებენ, სანამ არ გამოიჩეკებიან. სწორედ ასეთი მამრი ხოჭოა გამოსახული ფოტოზე, ზურგზე თავისი შთამომავლობით და არა შხამიანი საცეცებით.

imageშხამს რაც შეეხება, მსგავსი რამ, რომ შიშველი ხელით შეხების დროს ინფექცია ადამიანის ორგანიზმში იჭრება და კლავს-ცნობილი არ არის, უფრო მეტიც, სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში გიგანტური ხოჭოები პოპულარული საჭმელიც კია.

image

“დაზიანებულ კიდურს", ნასვრეტებიან ხელს რაც შეეხება, ეს უკვე ინტერნეტმომხმარებლების ოინებია. ამ ვიდეოში კარგადაა ნაჩვენები, თუ უბრალო ცვილის დახმარებით როგორ შეგიძლიათ თავად შექმნათ ეს “შემაძრწუნებელი" ეფექტი.

0
288
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0