x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
კრიმინალური არქივიდან:"დენდი" და მისი ბანდა ანუ "ცეხავიკების საქმე"
image


გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, უბრალო საბჭოთა მოქალაქეები როდესაც თბილისში ხვდებოდნენ გაოცებულები იყვნენ აქაური ცხოვრების დონით, აქ უფრო ბევრად მეტი ავტომობილები დადიოდა ვიდრე საშუალო საკავშირო მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართველების აგურით ნაგები სახლები(ზოგჯერ სასახლეები)სულ არ ჰგავდა სიტყვაზე ტამბოვის ან რიაზანის ოლქის მოწინავე კოლმეურნეთა ქოხმახებს და თვითონ ქართველებიც საკმაოდ ფუფუნებით და ხელგაშლილი ცხოვრობდნენ.მიზეზი რამდენიმე იყო:პირველი რა თქმა უნდა ხელსაყრელი კლიმატი, მძლავრი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა და მეორე და მთავარი:ჩრდილოვანი ეკონომიკა, რეპუბლიკაში ფაქტობრივად ჰყვაოდა კერძო ბიზნესი და კორუფცია, რამაც "იატაქვეშა მილიონრების"მომრავლებას შეუწყო ხელი, ანუ წარმოიშვა ე.წ. "ცეხავიკების ფენა".მათ სახელმწიფო საწარმოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ და პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს "ლევად" ასაღებდნენ, წილს "ზემოთაც" აძლევდნენ და კრიმინალურ ავტორიტეტებსაც უნაწილებდნენ.


ამრიგად იყო სრულიად "მშვიდი ჰარმონია", მაგრამ დადგა დრო, როდესაც ეს იდილია დაირღვა.


1979 წელს თბილისის მილიციაში შევიდა შეტყობინება, სამმა ბანდიტმა, რომელიც ერთი მილიციის ფორმაში იყო გადაცმული ქალაქგარეთ გაიტაცა სამკერვალო საამქროს დირექტორი გიორგი კვარაცხელია, იგი აწამეს სიგარეტის ნამწვით, ბოლოს კი ბენზინის გადასხმით და ცოცხლად დაწვით დაემუქრნენ თუ ფულს არ მოიტანდა.ბანდიტებმა გიორგი აიძულეს დაერეკა ძმისთვის, ზურაბ კვარაცხელიასთვის და ქალაქგარეთ მითითებულ ადგილზე დაეტოვებინა ფული.ეს თანხა კი 80 000 მანეთი იყო.



გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდა, როდესაც სულ მალე მოხდა კიდევ ერთი ბანდიტური თავდასხმა, ამჯერად ღვინის ქარხნის დირექტორზე ვაჟა ბაგაურზე, თავდამსხმელი ამჟამად 5-ნი იყვნენ, ხოლო მათგან ერთი ტრადიციულად მილიციის ფორმაში იყო, დანარჩენები კი ნიღბებში, ბანდიტებმა ბაგაური პირდაპირ სახლიდან გაიტაცეს, გაიყვანეს ქალაქგარეთ ტყეში და ფეხებით დაკიდეს, ქვემოდან კი ცეცხლი შეუნთეს, წამების დროს ერთი თითიც მოაჭრეს, ბანდიტები ბაგაურს 150 000 მანეთს სთხოვდნენ, საბოლოოდ ბაგაურმა 60 000 მანეთი გადაიხადა.

imageფოტოზე:ვაჟა ბაგაური


მალე მოხდა კიდევ ორი თავდასხმა: ბანდიტებმა წვენების ფაბრიკის დირექტორს 35 000 ათასი მანეთი გამოსძალეს, ხოლო კიდევ ერთმა ღვინის ქარხნის დირექტორმა საკუთარი სიცოცხლე 70 000 მანეთად გამოისყიდა.ხელწერა ტრადიციული იყო, ბანდის მეთაური მილიციის მაიორის ფორმაში იყო გამოწყობილი, ხოლო დანარჩენი წევრები ნიღბებით, თუმცა ბანდიტებს მსხვერპლი ტყეში აღარ გაჰყავდათ, პირდაპირ სახლში აკითხავდნენ და აწამებდნენ.წამების იარაღი უთო და ანთებული სიგარეტი იყო.


გამოძიებას სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი რომან გვენცაძე, თბილისის შსს პირველი მაისის რაიონის სამძებროს უფროსი, იგი დარწმუნებული იყო რომ ბანდის წევრები პროფესიონალი კრიმინალებისგან შედგებოდა, თუმცა ჯერ გადაწყვიტა გაერკვია, როგორ მოხვდა მილიციის მაიორის ფორმა კრიმინალების ხელში.მილიციის ფორმა თავისუფლა გაყიდვაში არ იყო, ხოლო როდესაც თანამშრომელს ფორმას აძლევდნენ ივსებიდა სპეციალური ბარათი, სადაც მითითებული იყო ზომა და მფლობელის ვინაობა.როგორც გაირკვა ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, მილიციის ფორმის დაკარგვა არ დაფიქსირდა.

image

მცირე ხნით ბანდიტები მიწყნარდნენ, თბილისში თავდასხები შეწყდა..თუმცა შემდეგი თავდასხმა უკვე 1981 წელს ქალაქ სიღნაღში მოხდა.მორიგი მსხვერპლი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მეღვინე საქართველოში ზურაბ ბაღაშვილი, ნიღბიანმა ბანდიტებმა სახლიდან 107 000 მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, მათ შორის იყო შემნახველი წიგნაკები, ოქროს მონეტები და ბრილიანტის ნაკეთობები.

imageფოტოზე;ზურაბ ბაღაშვილი


დაკითხვის დროს, ბაღაშვილის ცოლმა მარიამ ყორღანაშვილმა განაცხადა, რომ ერთი კვირით ადრე ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, ღამით რეკავდნენ ტელეფონზე და ხმას არ იღებდნენ, აგრეთვე მიდიოდა მუქარის წერილები სადაც ფულს ითხოვდნენ, როდესაც მან ამის შესახებ ქმარს განუცხადა. მან უპასუხა:"რას ამბობ მე ვინ გამიბედავს მაგას".


თუმცა მალე ბაღაშვილით სუკი(კგბ) და ОБХСС-(სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური) დაინტერესდა, საიდან ამდენი ქონება?აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მინიმუმ 10 წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.ცნობისთვის:100 000 მანეთი იმ პერიოდში ძალიან დიდი ფული იყო, თავისუფლად შეიძენდით 15 ოროთახიან ბინას თბილისის ცენტრში ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე.


ბაღაშვილი რუსეთში გაიქცა, ერთი კვირის შემდეგ იგი დააკავეს ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხელზე 300 000 მანეთი აღმოაჩნდა, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ ბაღაშვილი ალაპარაკდა.მან განაცხადა, რომ თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე მის სახლში იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები ელგუჯა მკურნალი და ფაიჰა(ფაიკა) ფხაკაძე, ქეიფის დროს შელაპარაკება მოუვიდათ რა დროსაც მკურნალმა სუფრა დატოვა.(საერთოდ ბაღაშვილის სახლს ხშირად სტუმრობდნენ როგორც ცკ მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ცნობადი სახეები და "კანონიერი ქურდებიც".)

ასე გამოიკვეთა პირველი ეჭვმიტანილები მკურნალის და ფხაკაძის სახით.თუმცა გამოძიება წინ ვერ მიდიოდა, ბაღაშვილის დაკავების შემდეგ დაზარალებულები აღარ მიმართავდნენ მილიციას, რადგან ფული არაკანონიერი გზით ჰქონდათ ნაშოვნი და ეშინოდათ, რომ ბაღაშვილის ბედს გაიზიარებდნენ.

ბანდიტები ამ მხრივ უფრო გალაღდნენ და გათამამდნენ, მილიციას ეჭვმიტანილები უკვე ჰყავდათ მაგრამ არ გააჩნდათ მყარი მტკიცებულება, ელოდნენ, რომ ყაჩაღური დაჯგუფება შეცდომას დაუშვებდა და ეს დღეს დადგა.


სოფიკო ჯორჯაძე სახლიდან გასასვლელად ემზადებოდა, პირად მძღოლს წუთიწუთზე ელოდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, სოფიკომ გაიხედა სათვალვალოდან და დაინახა მილიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, ქალმა მშვიდად გააღო კარი.სახლში ნიღბიანი ბანდიტები შემოცვივდნენ და ქალს მოსთხოვეს სეიფის გაღება, ფულის და ძვირფასეულობის გატაცების დროს ბანდის მეთაურს(მილიციის ფორმაში) ხელი სეიფში მოჰყვა და სისხლი წამოუვიდა, რა დროსაც ხელთათმანი მოიძრო...

ადგილზე მისულ მილიციამ აიღო სისხლის სინჯი და რაც მთავარია სეიფზე და ძირს დაგდებულ წითელ თუმნიანზე აღმოჩენილი იქნა თითების ანაბეჭდები.შემოწმეს კართოტეკა და დადგინდა ეს იყო კრიმინალური ავტორიტეტი ფაიჰა ფხაკაძე, მეტსახელად "დენდი"-მისი მეტსახელი ზუსტად შეეფერებიდა მის იმიჯს, იგი ყოველთვის არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდა და ჩაცმითაც "დენდივით" იცვამდა.

imageფოტოზე:ფაიჰა ფხაკაძე მეტსახელად "დენდი"

მილიციამ დაიწყო თვალთვალი, ამასათანვე ბინებში და ტელეფონებში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს, ელოდნენ ბანდიტების მორიგ დაგეგმილ ოპერაციას, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მორიგი მსხვერპლი რუსთავის გასტრონომის დირექტორი გოგი გაბაძე იყო, იგი დაიბარეს მილიციაში, გააფრთხილეს და თანამშრომლობა შესთავაზეს, გაბაძე ისე შეშინდა, რომ გადაწყვიტა საერთოდ მიეტოვებინა სამსახურიც, თანამდებობაც და სადღაც გადახვეწილიყო, თუმცა მილიციამ როგორც იქნა დაითანხმა, ერთკვირიანი თვალთვალის შემდეგ გაბაძეს თავს დაესხნენ, სამნი იყვნენ, ფხაკაძე გაბაძის მანქანაში დარჩა, ორმა კი ფულის მოტანა მოსთხოვა.

მილიციამ ორი დამნაშავე ადგილზე აიყვანა, ფხაკაძე კი უკვალოდ გაქრა...

ამის შემდეგ დაიწყო მეთოდურად ბანდის წევრების აყვანა, მთლიანად დააკავეს ბანდის 20 წევრი, (აქედან 8 კანონიერი ქურდი)19 ქართველი და ერთიც, რუსი კრიმინალური ავტორიტეტი ნიკიტა შაპოშნიჩენკო..მაგრამ მთავარი, ბანდის მეთაური იყო გაქცეული.

ეს დღეს დადგა.. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ფაიჰა ფხაკაძე გორში ახლობლის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას, გორის გარეუბანში, ერთ-ერთ რესტორანს ალყა შემოარტყეს, თუმცა რესტორანში იმ დროს ბევრი ხალხი ქეიფობდა, სპეცრაზმის შევარდნას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყოლოდა, რომან გვენცაძემ ორიგინალურ ხერხს მიმართა:მარტო შევიდა რესტორანში და ოფიციანტის როლი გაითამაშა, როდესაც ფეხზე წამომდგარი ფხაკაძე ყანწით სადღეგრძელოს ამბობდა გვენცაძე წყნარად მიუახლოვდა უკნიდან, მიადო პისტოლეტი და უთხრა:"გამომყევი, დაპატიმრებული ხარ", "დენდმა" გაიღიმა, ყანწი დალია და წყნარად გაჰყვა გვენცაძეს, გარეთ სამართლადამცავები ელოდნენ.


ბანდიტური ჯგუფის დაკავების შემდეგ ძალზე გაჭირდა მოწმეების პოვნა, ყველა დუმილს ამჯობინებდა, ეს უფრო შიშის ბრალი იყო, უმეტესობა ფიქრობდა, რომ"დენდი" ფულს ჩაყრიდა, ციხიდან თავს დაიხსნიდა და შურს იძიებდა, როგორც რომან გვენცაძე იხსენებს, კრიმინალის ისტორიაში მოხდა ალბათ ყველაზე კურიოზული სიტუაცია:ერთ-ერთი დაპირისპირების დროს დაზარალებული თვითონ დამნაშავემ ამოიცნო:"აი ეს დავაყაჩაღეთო".


რაც შეეხება მილიციის ფორმას, როგორც გაირკვა ფხაკაძემ ფორმა კერძო სამკერვალო "საწარმო იბერიაში" შეაკერინა, მისი მეპატრონემ კი, რომელიც კარგად ხვდებოდა, ვინ იყო ბანდის მეთაური მთელი ამ ხნის განმავლობაში სდუმდა.

ბანდის 20 წევრს სასამართლოზე 22 ყაჩაღური თავდასხმა დაუმტკიცდა, ყველას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.





1
1563
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1563
  
2018, 8 თებერვალი, 13:17
მალადეც არაჩანდა კაი სტატია მომეწონა ესეც რომ დაგემატებინა უფრო მაგარი იქნებოდა გვენცაძეს თავის წიგნში აქვს აღწერილი სოფ. კაკლიანში როგორ მოკლეს მოჭიდავე გიორგი ბერუაშვილი
0 1 1