x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რკინის მაგნოლია"-რა ვიცით დოდო გუგეშაშვილის შესახებ
image

დაიბადა 1958 წელს თბილისში, მისი ნამდვილის სახელი დარეჯანია.ბავშვობიდანვე მუსიკით იყო გატაცებული, დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით, მღეროდა სახალხო ანსამბლ "აცაურა"-ში იყო მისი სოლისტი და დადიოდა გასტროლებზეც.შემდეგ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა და გარკვეული ხანი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.



80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" რიგებშია, რა დროსაც როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს კიდეც.

აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ძმასთან ერთად აიღო იარაღი და საბრძოლველად პირველად გაგრაში წავიდა.



ამავე პერიოდში ჩაეწერა ჯაბა იოსელიანის შექმნილ "მხედრიონის" რიგებში სადაც იგი ერთადერთი მებრძოლი, სნაიპერი ქალი იყო, რომელსაც შემდგომ მეტსახელი "რკინის მაგნოლია" შეარქვეს.

image

1994 წლის მაისის ბოლოს ომში მიღებული ჭრილობებით და ტრავმებით კოდორის ხეობა დატოვა, სადაც ექვსი თვის განმავლობაში პარტიზანულ ომებში იყო ჩართული.


თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი დაიჭირეს.მას ბრალად ედებოდა ბანდიტიზმი და სახლების გადაწვა სამეგრელოში, კერძოდ დარჩელში(სოფელი ზუგდიდის სიახლოვეს), 10 წელი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა გაანთავისუფლეს 5 წლის შემდეგ, როდესაც პარლამენტში შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი.


ბოლო წლებში პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი აფუძნებს ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტს", 2014 წელს კიდევ ერთხელ გაიელვა მისმა სახელმა, როდესაც უკრაინაში მოხალისედ წავიდა. არსებული ინფორმაციით, გუგეშაშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ უკრაინელ მებრძოლებს უწევდა დახმარებას.

image

შეგახსენებთ, დღეს დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს თავს დაესხნენ დიღომში მდებარე საცხოვრებელ სახლში. დედა-შვილი იქ ქირით ცხოვრობდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. დოდო გუგეშაშვილს კი, რომელიც გულმკერდის არეშია დაჭრილი, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.


ვიდეო-დოდო გუგეშაშვილი "პროფილში" სიმღერით - "ყარაჩოღელნო"

4
2253
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2253
  
2018, 13 თებერვალი, 19:17
მართალი ხარ 100 %-ით, "თუჯის თავები" კარგი იყო! :)))
2018, 8 თებერვალი, 20:06
წერენ რას წერენ! შენზე არაა საუბარი არაჩანდა.
სნაიპერის მომზადებას წლები ჭირდება, თან ყოველგვარი სამხედრო განათლების გარეშე, რომ არიგებდნენ წოდებებს ამიტომ გვყავს ამდენი პოლკოვნიკი და გენერალი თუჯის თავებით...
2018, 7 თებერვალი, 19:35
მალადეც არაჩანდა მაგარი სტატია
0 1 4