სხვა "რკინის მაგნოლია"-რა ვიცით დოდო გუგეშაშვილის შესახებ 2018, 7 თებერვალი, 19:29 ![]() 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" რიგებშია, რა დროსაც როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს კიდეც. აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ძმასთან ერთად აიღო იარაღი და საბრძოლველად პირველად გაგრაში წავიდა. ამავე პერიოდში ჩაეწერა ჯაბა იოსელიანის შექმნილ "მხედრიონის" რიგებში სადაც იგი ერთადერთი მებრძოლი, სნაიპერი ქალი იყო, რომელსაც შემდგომ მეტსახელი "რკინის მაგნოლია" შეარქვეს. ![]() თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი დაიჭირეს.მას ბრალად ედებოდა ბანდიტიზმი და სახლების გადაწვა სამეგრელოში, კერძოდ დარჩელში(სოფელი ზუგდიდის სიახლოვეს), 10 წელი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა გაანთავისუფლეს 5 წლის შემდეგ, როდესაც პარლამენტში შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი. ბოლო წლებში პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი აფუძნებს ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტს", 2014 წელს კიდევ ერთხელ გაიელვა მისმა სახელმა, როდესაც უკრაინაში მოხალისედ წავიდა. არსებული ინფორმაციით, გუგეშაშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ უკრაინელ მებრძოლებს უწევდა დახმარებას. ![]() ვიდეო-დოდო გუგეშაშვილი "პროფილში" სიმღერით - "ყარაჩოღელნო" 2256 10-ს მოსწონს |
სნაიპერის მომზადებას წლები ჭირდება, თან ყოველგვარი სამხედრო განათლების გარეშე, რომ არიგებდნენ წოდებებს ამიტომ გვყავს ამდენი პოლკოვნიკი და გენერალი თუჯის თავებით...